მიხაილო პოდოლიაკი – კიევსა და მოსკოვს შორის მოლაპარაკებების განახლება შესაძლებელია, მხოლოდ რუსეთის რამდენიმე მნიშვნელოვანი ტაქტიკური მარცხის შემდეგ – მოგვეცით იარაღი, ფინანსური დახმარება, საშუალება გაიმარჯვოთ ამ ომში

კიევსა და მოსკოვს შორის მოლაპარაკებების განახლება შესაძლებელია, მაგრამ მხოლოდ რუსეთის ფედერაციის რამდენიმე მნიშვნელოვანი ტაქტიკური მარცხის შემდეგ , – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდეენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილემ მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა.

მისი განმარტებით, წინააღმდეგ შემთხვევაში კრემლი მოტყუებას შეეცდება.

ამის შესახებ პოდოლიაკმა Le Figaro-სთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.

„რუსეთთან მოლაპარაკება დღეს შეუძლებელია. ის აუცილებლად უარს იტყვის ან შეეცდება მოატყუოს მომლაპარაკებელი მხარეები. ის სრულად იყენებს თავის ექსპანსიურ შესაძლებლობებს და ცდილობს წინ წაწიოს სტატუს კვო, რაც უკრაინისთვის მიუღებელია. ამიტომ უნდა გვესმოდეს, რომ მოლაპარაკებები რუსეთთან შესაძლებელია მხოლოდ რამდენიმე მნიშვნელოვანი ტაქტიკური მარცხის შემდეგ“,- განაცხადა პოდოლიაკმა.

ამასთან, მან აღნიშნა, რომ ოკუპანტებს არ შეუძლიათ მეტი უკრაინული ტერიტორიის დაპყრობა, ამიტომ მიმართავენ ტერორის სტრატეგიას, ახორციელებენ რა დარტყმებს მშვიდობიან მოსახლეობაზე.

პოდოლიაკის განმარტებით, ამგვარად მოსკოვი ცდილობს უკრაინელების დემორალიზებასა და მათში პანიკის დათესვას, რათა მათ დაიწყონ სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის მოთხოვნა ნებისმიერი პირობებით. მან დაადასტურა, რომ ახლა უკრაინასა და რუსეთის ფედერაციას შორის კონტაქტები სამხედრო და პოლიტიკურ დონეზე არ არის, მაგრამ არის დიალოგი ტყვეებისა და გარდაცვლილთა ცხედრების გაცვლასთან დაკავშირებით, ჰუმანიტარული გზებით, ასევე არის დიალოგი მარცვლეულის ექსპორტთან დაკავშირებით.

მან ასევე აღნიშნა, რომ თუ რუსეთის ფედერაცია გაიმარჯვებს ომში უკრაინის წინააღმდეგ ის იქნება დომინანტი ევროპაში და ასევე შეეცდება სხვა ქვეყნების დაპყრობას და პირიქით, კიევის მოსკოვზე გამარჯვება უზრუნველყოფს ქვეყნებს მშვიდ მომავალს ენერგეტიკული, საიმიგრაციო და სასურსათო შანტაჟისა და ომის მუქარის გარეშე.

„ევროპის ამოცანა, უბრალოდ ჩვენი მხარდაჭერაა. მოგვეცით იარაღი, მოგვეცით ფინანსური დახმარება, მოგვეცით საშუალება გაიმარჯვოთ ამ ომში! ჩვენ მზად ვართ გავიღოთ ჩვენი სისხლი, რათა ადამიანებმა თავისუფლება შეინარჩუნონ, რათა ევროპული კავშირი დარჩეს თავისუფალი. დღეს წყდება ევროპული თანამეგობრობის ისტორიული კონფიგურაცია მომავალი 50 – 100 წლისთვის“, – განაცხადა პოდოლიაკმა.

banner
წინა სტატიაშიგადასხმას უკეთებენ, როგორც ჩანს, კალიუმია დაქვეითებული… ველოდებით ამერიკელი ექიმების ჩამოსვლას – ალასანია
შემდეგი სტატიათანამდებობას ვტოვებ პირადი განცხადებით – მთელი ცხოვრების განმავლობაში, არავისთან მქონია დაპირისპირება, ეს კარგად დაიმახსოვრეთ – გამყრელიძე