თანამდებობას ვტოვებ პირადი განცხადებით – მთელი ცხოვრების განმავლობაში, არავისთან მქონია დაპირისპირება, ეს კარგად დაიმახსოვრეთ – გამყრელიძე

მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში, არავისთან მქონია დაპირისპირება, ეს კარგად დაიმახსოვრეთ – მე არავის ვუპირისპირდები, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ის თანამდებობას პირადი განცხადების საფუძველზე ტოვებს.

ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ჯანდაცვის სამინისტრო დაადგენს, რა ვადაში მოხდება გადაბარების პროცესი.

„გარდამავალი პერიოდი იქნება და სამინისტრო დაადგენს რა ვადაში. დიდი დაწესებულებაა და ასე მარტივად, ერთ დღეში ვერ მოხდება, უნდა მოხდეს გადაბარება. მე ვტოვებ პირადი განცხადებით. მე, მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში, არავისთან არ მქონია დაპირისპირება, ეს კარგად დაიმახსოვრეთ. მე არავის ვუპირისპირდები“, – განაცხადა გამყრელიძემ.

banner
წინა სტატიაშიმიხაილო პოდოლიაკი – კიევსა და მოსკოვს შორის მოლაპარაკებების განახლება შესაძლებელია, მხოლოდ რუსეთის რამდენიმე მნიშვნელოვანი ტაქტიკური მარცხის შემდეგ – მოგვეცით იარაღი, ფინანსური დახმარება, საშუალება გაიმარჯვოთ ამ ომში
შემდეგი სტატიაფინეთის პრემიერი – არასწორია, რომ იმ დროს, როდესაც რუსეთი აწარმოებს აგრესიულ, სასტიკ ომს ევროპაში, რუსებს შეუძლიათ ნორმალური ცხოვრებით ცხოვრება, ევროპაში მოგზაურობა და ტურისტებად ყოფნა