მიგრანტების აქცია შვედეთში

მმშვედეთში, ქალაქ ორებროში, საემიგრაციო სამსახურის პირდაპირ აფრიკელი მიგრანტების საპროტესტო აქცია გაიმართა. თავშესაფრის მაძიებლემი მათ დაგეგმილ დეპორტაციას აპროტესტებენ, რომელიც შვედეთის შს სამინისტროს განცხადებით, ორი წლის განმავლობაში დასრულდება.

მიგრანტები, ძირითადად გამბიადან არიან. ისინი ამბობენ, რომ მათ ქვეყანაში მძიმე კრიმინალური მდგომარეობაა და იქ ყოფნა საშიშია. ისინი შვედეთისგან “ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის” და “თავშესაფრის მაძიებლების შესახებ კანონის” დაცვას მოითხოვენ.

შეგახსენებთ, რომ დღეს ფინეთმა ავღანეთს, სომალის და ალჟირს ე.წ. “უსაფრთხო ქვეყნის” სტატუსი მიანიჭა. რამდენიმე დღის წინ კი გერმანიამ იგივე სტატუსი მისცა ალჟირს და ტუნიზს.
ევროპაში ე.წ. მიგრანტების კრიზისის გამო საემიგარციო წესები მკაცრდება.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს პრეზიდენტმა ქუთაისში კადეტებთან შეხვედრდრის დროს რუსეთ-საქართველოს შორის არსებულ ურთიერთობაზე ისაუბრა
შემდეგი სტატიაფინეთმა ავღანეთს, ერაყს და სომალის ე.წ. “უსაფრთხო ქვეყნების” სტატუსი მისცა