შეხვედრა შეხვედრისთვის მიმდინარეობს – გიგლა ბარამიძე გალის შეხვედრას აფასებს

გიგლა ბარამიძე ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გალში მიმდინარე შეხვედრას გამოეხმაურა. გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის წევრი აცხადებს, რომ “შეხვედრა შეხვედრისთვის მიმდინარეობს და მხარეები შეთანხმებას ვერ მიაღწევენ”.

გიგლა ბარამიძემ კორცხელში განვითარებული მოვლენებიც შეაფასა.

ნინო ბურჯანაძის პარტიის წევრი მომხდარზე დაწყებული გამოძიების არაეფექტურობაზე ლაპარაკობს და ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებს.

“გამოდის პრემიერმინისტრი, გამოდის ადეიშვილისდროინდელი პროკურორი, საგამოძიებო სამსახურის ჯერ უშტატო და შემდეგ შტატიანი თანამშრომელი და გაიძახის – ჩვენ შევიტანეთ სიაში და იმედია, ინტერპოლი გადმოგვცემსo. არავინ არაფერს არ გადმოგვცემს. ცხვირწინ გყავდა მკვლელი, რომელმაც მოკლა და თან სვენებ-სვენებით და თამაშ-თამაშით მოტრიალდა, არც გაქცეულა, დაეკავებინათ,“ – განაცხადა გიგლა ბარამიძემ.

banner
წინა სტატიაშიმიჩნდება შთაბეჭდილება, რომ ამ პროექტის ინიციატორები ხვალ დაადგენენ, ცოლ-ქმარს შორის სქესობრივი კავშირი თვეში რამდენჯერ უნდა იყოს
შემდეგი სტატია,,EBRD-მა ქართული საწარმოებისთვის, 50 მლნ დოლარის საკრედიტო ხაზი დაამტკიცა”