მღვდელმონაზონი ანდრია (სარია) საპატრიარქოში დაიბარეს

,,პილატეს სასამართლოს გაგრძელება?!”

ჩვენი მხრიდან ნათელ მხარეს დგომა, პრინციპულობა, ბრძოლის უნარიანობა, ათწლეულობის განმავლობაში ეკლესიაში დაგროვილ პრობლემებზე მუშაობის დაწყება და რჯულის კანონით გათვალისწინებულ ნორმების დაცვა, როგორც ჩანს მძიმე ტვირთი აღმოჩნდა საპატრიარქოს ,,მსაჯულთათვის”.
ჭყონდიდელ მიტროპოლიტ პეტრეს (ცაავა) უკანონოდ და უსაფუძვლოდ მღვდელმთავრობიდან განყენების შემდეგ როგორც ჩანს დადგა რიგი იმ სასულიერო პირების ,,გაჩუმებისა”, რომლებიც მოვითხოვთ ეკლესიის შიგნით მოწესრიგდეს იმ უმსგავსობობათა ნიაღვარი რაც წლების განმავლობაში განუსჯელი ცოდვის სახით დაგროვდა და რამაც შექმნა არსებული კრიზისი…
დღეს დამიკავშირდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივანი დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი და გადმომცა რომ დაბარებული ვარ ,,ზნეობრივ კომისიაში”, რაზეც უარი მოვახსენე, ვინაიდან დღემდე ვეკუთვნი ჭყონდიდის ეპარქიას, კერძოდ სალხინოს მამათა მონასტერს და ეპარქია არასდროს მიმიტოვებია აღკვეცის დღიდან…
მოგვიანებით დამიკავშირდა ეპისკოპოსი გრიგოლი (კაცია), რომელმაც დამიბარა საპატრიარქოში 13:30 წთ. ვფიქრობ, საინტერესო შეხვედრა მექნება…
ქრისტეს სიყვარული და ერთგულება ბევრად აღმატებულია, ვიდრე ამქვეყნიური პატივი და დიდება, რამეთუ თავად უფალი ბრძანებს: ,,..უკეთუ მე მდევნეს, თქუენცა გდევნნენ” (ინ. 15. 20).
მხილებისა და შესაბამისად გაჯანსაღების პროცესი შეუქცევადია, რამეთუ უფალი მეფობს: ,,სჯობს სიმართლისათვის დავისაჯოთ, ვიდრე ტყუილით გავმართლდეთ”…

P.S. ვისურვებდი, მომეცეს შესაძლებლობა ღია იყოს შეხვედრა საზოგადოებისთვის…

მღვდელმონაზონი ანდრია (სარია)

banner
წინა სტატიაშიირაკლი კობახიძე – დარწმუნებული იყავით, ხვალ პარლამენტის სხდომა შედგება, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს კენჭს ვუყრით
შემდეგი სტატიანინო ჯანგირაშვილი პრეზიდენტზე: დურა ბაბა