მეზვრიშვილი: სულ უფრო და უფრო სწრაფი ტემპით მიმდინარეობს კახა კალაძის კობახიზაცია

სულ უფრო და უფრო სწრაფი ტემპით მიმდინარეობს კახა კალაძის კობახიზაცია, მისი კომენტარები ემსგავსება ირაკლი ღარიბაშვილის კომენტარებს, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნათია მეზვრიშვილმა ნარკოტესტირებაზე საუბრისას განაცხადა.

,,თუ ვინმემ ვინმეს რამე დააბრალა, ეს იყვნენ „ოცნების“ წარმომადგენლები კალაძის მეთაურობით, რომლებმაც გიორგი გახარიას ბევრი რამ დააბრალეს. კახა კალაძე ამ პროცესისგან ვერ დისტანცირდება, იმ პროპაგანდისტული მანქანის სათავეში, რომელიც ხელისუფლებამ ჩართო, სამწუხაროდ, იდგა კახი კალაძე. რამდენიც არ უნდა ეცადოს ამ ყველაფრისგან დისტანცირდეს, თუ მის ბოლო დღეების განცხადებებს ვნახავთ, სულ უფრო და უფრო სწრაფი ტემპით მიმდინარეობს კახა კალაძის კობახიზაცია, მისი კომენტარები ემსგავსება ირაკლი ღარიბაშვილის კომენტარებს. ის ამ პასუხისმგებლობას თავიდან ვერ აიცილებს და არჩევნებზე ჩვენი მოსახლეობა გადაწყვეტს რა როლი ჰქონდა მას ამ ყველაფერში“, – აღნიშნა ნათია მეზვრიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი ილჰამ ალიევს შეხვდა
შემდეგი სტატიაილჰამ ალიევმა ირაკლი ღარიბაშვილს, დელეგაციასთან ერთად, ოფიციალურ სადილზე უმასპინძლა