მეზობელი მეხუმრებოდა, ამ გიჟებმა, როდემდე უნდა იარონო-ქანთარია ოპოზიციაზე

ფარული ჩანაწერების ორგანიზატორი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილია

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი ნუკრი ქანთარია ე.წ. დაბოქლომების კამპანიას ეხმაურება და აცხადებს, რომ ოპოზიცია რადიკალიზაციის ხარისხის გაზრდას ხელოვნურად ცდილობს.

„მათი მხრიდან ეს სიტუაციის გამწვავების მცდელობაა. იმედგაცრუება აქვს მათ გარკვეულ ნაწილს, ნაწილი კი ამას წამხედურობით აკეთებს. მთავარი ისაა, რომ ეს არაჩვეულებრივი გამოფენა რომ შეიკრიბა პოლიტიკური წარსულიდან, „პარადი“ „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ევროპულ საქართველოს“ მიჰყავთ, ხალხს კი მათ მიმართ თანაგრძბობა არ აქვს.

დღესაც, რომ მოვდიოდი, მეზობელი მეხუმრებოდა, ამ გიჟებმა როდემდე უნდა იარონო? ესენი კიდევ პარლამენტში აპირებენ შესვლასო? დამოკიდებულება ასეთია.

ბოქლომების მეტი ფანტაზია არ აქვთ. მათი მმართველობის დროს, ბოქლომები მოქალაქეებს პირზე ედო, ციხეებზე აღარაფერს ვამბობ.

არ ვამბობ, რომ ხალხს ჩვენზე უკანკალებს გული, არიქა, ეს რა ანგელოზების კრებულიაო, მაგრამ განსხვავებას ხედავენ და დასკვნებსაც აკეთებენ.

ოპოზიციაში ყოფნისას, სიტუაციას ჩვენც ვამწვავებდით, საკნებიც იყო და ქუჩებსაც ვკეტავდით, მაგრამ მანქანით რომ მოდიოდა მოქალაქე, გვეუბნებოდა, მაგრები ხართო! ამათ კი აგინებენ მძღოლები. ესენი ვერ მოახერხებენ ამ ყველაფრის გადაყვანას საერთო სახალხო პროტესტში. თუ ჩვენ რაიმე პირობა გაგვექცა, ამაზე საზოგადოება გაგვცემს პასუხს 2020წელს“, – ამბობს ნუკრი ქანთარია

banner
წინა სტატიაშიმაჟორიტარული სისტემის არჩევნები კომუნიზმამდე მიგვიყვანს – გედევან ფოფხაძე
შემდეგი სტატიაგურამ ფალავანდიშვილმა თანამოაზრეებთან ერთად საქართველოში ევროსაბჭოს ოფისის წინ აქცია გამართა