გურამ ფალავანდიშვილმა თანამოაზრეებთან ერთად საქართველოში ევროსაბჭოს ოფისის წინ აქცია გამართა

„ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოების“ თავმჯდომარე გურამ ფალავანდიშვილმა ახალგაზრდულ ცენტრ „ზნეობასა“ და ორგანიზაცია „ერთიანი და ზნეობრივი საქართველოსთვის“ წარმომადგენლებთან ერთად საქართველოში ევროსაბჭოს ოფისის წინ აქცია გამართა.

როგორც ფალავანდიშვილმა განაცხადა, ევროსაბჭოს წარმომადგენლები საქართველოში ეკლესიის შეურაცხყოფას ეწევიან.

„მოვედით შენობათან, ვისურვეთ შეხვედრა. აქ დაცვა არ არის ხოლმე ამდენი, მაგრამ დაგხვდა ძალიან ბევრი პოლიცია. აქ, შენობაში ზის ევროსაბჭოს ოფისი, რომელიც პირდაპირ ეწევა ჩვენი ეკლესიის, პატრიარქის შეურაცხყოფას. ამ ოფისში ეწევიან ანტისახელმწიფოებრივ მოქმედებას. სამმა არასამთავრობო ორგანიზაციამ ჩავაბარეთ მოთხოვნა, მაგრამ არ გვიშვებენ“, – განაცხადა გურამ ფალავანდიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიმეზობელი მეხუმრებოდა, ამ გიჟებმა, როდემდე უნდა იარონო-ქანთარია ოპოზიციაზე
შემდეგი სტატიაჩვილთა საყოველთაო ნათლობა 23 ნოემბრის ნაცვლად, 24 ნოემბერს ჩატარდება