მაჟორიტარული სისტემის არჩევნები კომუნიზმამდე მიგვიყვანს – გედევან ფოფხაძე

დამოუკიდებელი დეპუტატი გედევან ფოფხაძე მიმდინარე მოვლენებს აფასებს და ამბობს, რომ ხელისუფლებამ კანონპროექტის ჩაგდებით გამოუსწორებელი შეცდომა დაუშვა.

მისი თქმით, კანონპროექტის ინიცირების შემთხვევაშიც კი, ხალხს და საერთაშორისო პარტნიორებს მათ მიმართ ნდობა დაკარგული აქვთ.

„ხელისუფლებამ რაც გააკეთა, ამის გამოსწორება შეუძლებელია, ინიცირების შემთხვევაშიც, ხალხის და საერთაშორისო პარტნიორების ნდობა არის შესუსტებული. ასეთი ტყუილი არაფერში არ წერია. საჯარო ტყუილის დარღვევა არის ყველა პოლიტიკური სტანდარტის იგნორირება. გამოსავალი იქნებოდა მხოლოდ ის, რომ ხელისუფლებას ადეკვატურად აღექვა ჩადენილი საქციელი. ცუდი გააკეთეს და ცდილობენ ეს იდეოლოგიურად გადაფარონ“,- განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

მისივე თქმით, მაჟორიტარული სისტემით ჩატარებული არჩევნები კომუნიზმამდე მიგვიყვანს.

„ასეთ მასხრად აგდება საზოგადოების ხელისუფლების მხრიდან არ მახსოვს. მაჟორიტარულ სისტემით ჩატარებული არჩევნები კომუნისტურ სისტემამდე მიგვიყვანს. ამის ვერ აღქმა არის სრული დეგრადაცია. ამაზე ვინც საუბრობს, ის საზოგადოებას კომუნისტურ ფეოდალიზმს სთავაზობს“,- აცხადებს ფოფხაძე.

banner
წინა სტატიაშიოზურგეთში, თალაკვაძის ოფისთან აქციის ერთ-ერთი მონაწილე დაშავდა – მისი მდგომარეობა მძიმეა
შემდეგი სტატიამეზობელი მეხუმრებოდა, ამ გიჟებმა, როდემდე უნდა იარონო-ქანთარია ოპოზიციაზე