მევლუთ ჩავუშოღლუ: ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას ყირიმის საკითხში, საქართველოს და ჩვენ მართლები ვართ

აზერბაიჯანის სამხედრო პოტენციალი საკმარისია „სომხეთის არმიის მოსაგერიებლად“, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში, თურქეთი გაუწევს მას სამხედრო დახმარებას, – ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა.

„ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას ყირიმის საკითხში, საქართველოს და ჩვენ მართლები ვართ. სწორედ ასევე ვუჭერთ მხარს აზერბაიჯანს. თუკი საჭირო გახდება, დავეხმარებით, მაგრამ ახლა ვხედავთ, რომ აზერბაიჯანს შესაძლებლობები ყოფნის. ჩვენ მათთან სამხედრო თანამშრომლობა გვაქვს და აზერბაიჯანმა მიიღო ყველაფერი აუცილებელი სხვა ქვეყნებიდან, მათ შორის ჩვენგან და ეს მისი უფლებაა. ბრძოლის ველზე ჩვენ გავუწევთ დახმარებას, თუკი ასეთი აუცილებლობა იქნება“ – განუცხადა სააგენტო „ანადოლუს“ ჩავუშოღლუმ.

მანვე დასძინა, რომ სომხეთი უგულებელყოფს საერთაშორისო სამართლის ნორმებს თავისი შეტევებით და ამაზე საჭიროა პასუხის გაცემა.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილი მარნეულში მომხდარ ინციდენტსა და გუშინდელ პროკურატურის განცხადებას გამოეხმაურა, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრების დელიტიმიტაციის შესახებ
შემდეგი სტატიასაქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი, 39-ე პაციენტი გარდაიცვალა