მეუფე სტეფანეს მიერ განკვეთილი ჭყონდიდელის სახელობის ეკლესიის წინამძღვარის მამა მირიანის პირველი კომენტარი

მეუფე სტეფანეს მიერ განკვეთილი ჭყონდიდელის სახელობის ეკლესიის წინამძღვარის მამა მირიანის პირველი კომენტარი.

ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტმა, მეუფე სტეფანემ ეპარქიიდან კიდევ ოთხი მამაო განკვეთა.მეუფე სტეფანემ განკვეთილ მღვდლებს მსახურების უფლება შეუჩერა და თქვა, რომ მათ უფლება მხოლოდ მას შედეგ აღუდგებათ, რაც ისინი ერისა და ბერის წინაშე მოინანიებენ.

ამას გარდა, განკვეთილთა სიაში არის არქიმანდრიტი ათინოგენე, რომელიც მის წოდებას ვეღარ დაიბრუნებს.

ბრძანება N 6 საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ მოწყობილ ამბოხში მონაწილეობისათვის და სასულიერო პირთათვის შეუფერებელი საქციელისთვის განიკვეთოს სამღვდელო ხარისხიდან არქიმანდრიტი ათინოგენი (მდივანი), რომელსაც აკრძალული ჰქონდა მღვდელმსახურება , მაგრამ მიუხედავად მრავალი გაფრთხილებისა განაგრძობდა ეკლესიის საწინააღმდეგო ქმედებებს. ამიერიდან მას აღარ ეწოდება არქიმანდრიტი ათინოგენი, არამედ მონაზონი ათინოგენი მდივანი. ამავე დანაშაულებებისთვის აეკრძალოს მღვდელმსახურება იღუმენ დანიელს (გვილავა), მღვდელს მირიან (მესხაძე), მღვდელმონაზონ ლუკას ( იბრაგიმოვი ), დიაკონ ანანია (კალანდიას) საჯაროდ გამოთქმული სინანული შეიძლება იქცეს მათთვის მღვდელმიქმედებუს უფლებების დაბრუნებისა.ხოლო რაც შეეხება მონაზონი ათინოგენს მისთვის მღვედმიქმედებუს დაბრუნება ამიერიდან შეუძლებელია. თუმცა უფლება აქვს მოინანიოს თავისი ცოდვები და ეზიაროს. ბრძანება ძალაში შევიდა ხელმოწერისთანავე – ვკითხულობთ ბრძანებაში.

https://youtu.be/SjBcFMaxTlY

 

banner
წინა სტატიაშიმეუფე სტეფანეს მიერ განკვეთილი არქიმანდიტრ ათინოგენი მდივანის პირველი კომენტარი (ვიდეო)
შემდეგი სტატიარუსთავში საკრებულოს დეპუტატი დაჭრეს