მეუფე სტეფანე პრაიდზე – მე სულისწმიდის მადლით ავავსებ რუსთაველს

“მე არ ვაპირებ პრაიდის ჩაშლას, უბრალოდ ვიტყვი, რომ ვაპირებ სულიწმინდის მადლოთ ლოცვას, რომ ვერ ჩატარდეს, იმიტომ რომ ეს არის სულიწმიდის გმობა. ეს არ არის ადამიანის უფლება, ეს არის სოდომური ცოდვა, რომელიც ადამიანს აზიანებს, აქედან გამომდინარე, მე ჩემს პოზიციას გამოვხატავ და ვიტყვი, რომ ეს არ არის მიზანშეწონილი, არამხოლოდ საქართველოში, საერთოდ არსად, რომ ამის პროპაგანდა ხდებოდეს, თუ არა ადამიანი ცოდვილი რომ არის, ეს ცხადია. მე არ მითქვამს, რომ აქციის ჩასაშლელად გავავსებ რუსთაველს, მე სულისწმიდის მადლით ავავსებ რუსთაველს, შეიძლება მოხდეს, რომ აქციაზე სამმა კაცმა იყვიროს და ეს გააშუქოს ტელევიზიებმა, მაგრამ სულიწმიდის მადლით და ამ ადამინების მადლით, რომელებიც სულიწმიდის მადლით მოქმედებენ, ჩხუბს არ აპირებენ და არც დაპირისპირებას არ გეგმავენ. მე შეიძლება იქ პირადად არ მივიდე, მაგრამ გეპარებათ ეჭვი, რომ იქ ადამინები მივლენ? მე რომ საერთოდ ხმა არ ამოვიღო, გგონიათ, რომ საქართველოში ხალხი გაწყდა და ვერ აზროვნებს?! მე მოვუწოდებ ყველას, რომ მიუღებლად მიიჩნიონ პროპაგანდა სოდომური ცოდვისა, მე საპატრიარქოს პოზიციას არ ვახმოვანებ.მე მირჩევნია ციხეში წავიდე, ვიდრე მე დღეს ვიდგე და გავაპრავო ეს სოდმური ცოდვა, თუ ამის გამო, დღეს ფასია, რომ ციხეში უნდა წავიდე, მზად ვარ, წავიდე.

20 ივნისს ვინ იძალადა? ნაციონალური მოძრაობა სოდომისტები არ არიან? პოლიტიკურ ჭრილში არ გადადის, როდესაც მე შემიზღუდე თავისუფალი სივრცე,როცა მე არ მაძლევ ზნეობრივ შესაძლებლობას. როცა ვამბობ, რომ ეს არის ცოდვა, მე ამით პოლიტიკურ მოქმედებას ვაწარმოებ? მოსახლეობის 99%-ის საწინააღმდეგოდ ცდილობენ, თავს მოახვიონ ეს სოდომური ცხოვრების წესი, ამის გამო ხდება ეს დაპირისპირება და არა იმის გამო, რომ ვინმე ცხოვრობს თავისთის. ვინმე რამეს ეუბნება სოდომისტებს, ვინც თავისთვის არიან? პოლიტიკურ პარტიებს ხელს აწერინებენ, და ელჩებს თავის მხარეს აყენებენ და ამას ტელევიზიები ემსახურებით. სასულიერო პირების გამო არ ხდება არეულობა.”- აცხადებს მეუფე სტეფანე.

ავტორი: აკო ქიქავა.

banner
წინა სტატიაშირიგის პარკის და მიმდებარე ბულვარის რეაბილიტაცია
შემდეგი სტატიაასაცრელად მისულ მოქალაქეებს რესპუბლიკურში ვაქცინა არ დახვდათ