მეუფე ნიკოლოზი: პატრიარქმა ხვლიკს ნესვი გაუწოდა, ხვლიკი მივიდა და ეს ნესვი შეჭამა

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge იანვარი 5, 2021 15:55

მეუფე ნიკოლოზი: პატრიარქმა ხვლიკს ნესვი გაუწოდა, ხვლიკი მივიდა და ეს ნესვი შეჭამა

მე მინდა, მცენარეებისა და ცხოველების გამონათქვამები გითხრათ, ლაპარაკი რომ შეეძლოთ, რას იტყოდნენ პატრიარქზე, მაგალითები მინდა, მოგიყვანოთ. ცხოველებში მინდა, ერთი მაგალითი მოგიყვეთ, ესეც რამდენიმე წლის ამბავია, მე პირადად არ შევსწრებივარ, მაგრამ მერე უწმინდესს ვკითხე, გადავამოწმე და ნამდვილი ამბავია, რასაც მოგიყვებით. მოკლედ, ხევში ხდება ეს, მის სამშობლოში და ლოცვა დამთავრდა, ტაძართან იყო და გამოვიდნენ ლოცვის მერე და ეზოში პირდაპირ არის გაშლილი სუფრა და სუფრის გარშემო დასხდნენ, სუფრის თავში დაჯდა პატრიარქი და უნდა დაიწყონ თუ ტრაპეზი მიმდინარეობს და უცბად საიდანღაც შემოვარდა სუფრაზე ხვლიკი, გაიხედა, გამოიხედა, დაიბნა ეს ხვლიკი, რა ქნას, არ იცის და გაიქცა პირდაპირ და მიადგა პატრიარქს. პატრიარქი მიირთმევდა ნესვს და ეს ნესვი გაუწოდა ხვლიკს და ხვლიკი მივიდა და ეს ნესვი შეჭამა…

მიტროპოლიტმა ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა ვიდეო ჩაწერა, რომელიც კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის დაბადების დღეს მიუძღვნა.

 

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge იანვარი 5, 2021 15:55