მეუფე იოსები – ვინც უშეცდომოა, იმან ესროლოს პირველი ქვა მიხეილ სააკაშვილს

შემოქმედის მიტროპოლიტი იოსები განმარტავს, რატომ მოაწერა ხელი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების პეტიციას. როგორც მეუფე Facebook-ზე წერს, პოლიტიკურ საკითხებში ზოგადად არ ერევა, თუმცა ამ შემთხვევაში “საქმე საქართველოს ეხება”.

“მე პოლიტიკოსი არ ვარ და არც ვაპირებ ჩავერიო პოლიტიკურ საქმიანობაში, მაგრამ ამ შემთხვევაში საქმე საქართველოს ეხება, 40 პროცენტი და შეიძლება მეტიც ითხოვს მესამე პრეზიდენტის თავისუფლებას. მართალია, უშეცდომო არავინაა და ვინც უშეცდომოა იმან ესროლოს პირველი ქვა მიხეილ სააკაშვილს. აუცილებლად უნდა იქნეს გათვალისწინებული მოსახლეობის 50 პროცენტის მოთხოვნა, მკვლელობები, სასჯელები თუ სხვა უპატიებელი ცოდვები ჩვენ ქვეყანას არაფერს მოუტანს პირიქით ღმერთისგან სასჯელს მივიღებთ.

უფალი ბრძანებს მოწყალება მნებავს და არა მსხვერპლი,აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ღმერთის იესო ქრისტეს ეს სიტყვები.

და თუ საუბარია საქართველოს მესამე პრეზიდენტის დასჯაზე, პირველ რიგში ზვიად გამსახურდიას მკვლელები, რატომ არ ისჯებიან, რატომ არ იქნა ეს გამოძიებული, რატომ არ ისჯებიან ის ადამიანები, ვინც ბევრი ბოროტება შეამთხვიეს ჩვენს ქვეყანას,თუმცა მე უმრავლესობასთან ერთად არ ვითხოვ არავის დასჯას, ღმერთი მოწყალეა და ერთხელ და სამუდამოდ შევრიგდეთ და მშვიდობიანი არჩევნები და ქვეყანა შევქმნათ.

მე კიდევ ერთხელ მინდა ვთხოვო ჩვენს ხელისუფლებას ჩვენ ხალხს გამოიჩინოს ქრისტესმიერი მოწყალება, სიყვარული წინააღმდეგ შემთხვევაში იგივე და უარესი შეიძლება მოუვიდეთ მათ”, – წერს მეუფე იოსები.

banner
წინა სტატიაშირაქვიაშვილი – ტრაგიკომიკურ სპექტაკლს უფრო დავამსგავსებდი იმას, რაც რუსთავის ციხესთან ხდება
შემდეგი სტატიასანამ მაქედან არ გამოგიყვან მე სხვა საქმე არ მაქვს – უგულავა სააკაშვილს