მეუფე იაკობი: პეტრეს პასუხს ვაგებინებ

ბოდბის წმინდა ნინოს სახელობის ტაძარში შობის დღსასწაულთან დაკავშირებით სადღესასწაულო ღვთისმსახურება ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა აღავლინა. წირვის დასრულების შემდეგ, ბოდბელმა ეპისკოპოსმა მრევლს შობის დღესასწაული მიულოცა და ბოლო დროს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს გამოეხმაურა.

კითხვაზე, იგეგმება თუ არა უახლოეს პერიოდში წმინდა სინოდის სხდომის ჩანიშვნა, მეუფე იაკობმა განაცხადა, რომ თუ გაიმართება, მეუფე პეტრეს საკითხს განიხილავენ.

ამასთან, მეუფე იაკობმა პირობა დადო, რომ პატრიარქის შეურაცხყოფის გამო, ჭყონდიდის ყოფილ მიტროპოლიტ პეტრე ცაავას გაჟღერებულ ბრალდებებზე პასუხი მოეთხოვება.

„პეტრე რომ გამოდის და ზედმეტებს ლაპარაკობს, ალბათ მოუწევს მაგაზე პასუხი, ალბათ კი არა მოუწევს და ვაგებინებ პასუხს. ცოტა ხნით ქვეყნიდან გავდივარ, დავბრუნდები და ეს საკითხი მოსაკითხია, აბა რა იციან, რა უნდათ და რას იძახიან ,- განაცხადა ბოდბელმა ეპისკოპოსმა.

banner
წინა სტატიაშიგაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ხელმძღვანელი ეკატერინე გალდავა თანამდებობიდან გათავისუფლდა
შემდეგი სტატიაგუდაურის მოსახლეობას წყალმომარაგება სრულად უახლოეს საათებში აღუდგება