გუდაურის მოსახლეობას წყალმომარაგება სრულად უახლოეს საათებში აღუდგება

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ახალმა ხელმძღვანელმა, გრიგოლ მანდარიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საბოლოო გადაწყვეტილება მის დანიშვნასთან დაკავშირებით გუშინ მიიღეს.

მისივე თქმით, სამთო კურორტებზე კრიზისი ამ ეტაპისთვის გადალახულია.

„კრიზისი გადალახული იქნება იმ მენეჯმენტის პირობებში, რომელიც წყალმომარაგების კომპანიას დღევანდელ დღემდე ჰყავდა. ვფიქრობ, წყალმომარაგების კომპანიამ მაქსიმალურად ყველაფერი გააკეთა და შეასრულა გასაკეთებელი.

დღეს, უბრალოდ, გადაწყვეტილება იყო მიღებული, რომ კიდევ ახალ საფეხურზე გადავიდეთ, კიდევ უფრო მეტად განვავითაროთ კომპანია და მეტი გავაკეთოთ, რომ მოსახლეობას არ ჰქონდეს მომავალში პრობლემები“, – განაცხადა გრიგოლ მანდარიამ.

გუდაურის მოსახლეობას წყალმომარაგება სრულად უახლოეს საათებში აღუდგება.გარდა ამისა, მომავალ დღეებში დაგეგმილი გვაქვს ალტერნატიული ქსელის მშენებლობა, მოკლე მონაკვეთით, რათა მსგავსი ტიპის შეფერხებები და პრობლემები თავიდან იყოს აცილებული გუდაურში. ასევე მომავალ კვირებში გვექნება აქტიური მუშაობა და შეხვედრები „რედკოს” ხელმძღვანელობასთან და დამფუძნებლებთან. როგორც ყველასთვის ცნობილია, მომავალ წელს „რედკო“ ფიქრობს გუდაურში საკმაოდ დიდ მშენებლობას, განაშენიანების გაზრდას, შესაბამისად ჩვენ, წყალმომარაგების კომპანიაც მზად უნდა იყოს ამ გამოწვევისთვის და მაქსიმალურად ყველაფერს გავაკეთებთ „რედკოს“ ხელმძღვანელობასთან თანამშრომლობით, რომ შევქმნათ სათანადო დებეტი, რათა დამსვენებლებს აღარ შეექმნათ წყალმომარაგების პრობლემები“, – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას გრიგოლ მანდარიამ.

დღეს გარდა ცნობილი, რომ „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ ხელმძღვაბელის თანამდებობაზე ეკატერინე გალდავა გრიგოლ მანდარიამ შეცვალა.

banner
წინა სტატიაშიმეუფე იაკობი: პეტრეს პასუხს ვაგებინებ
შემდეგი სტატიამაია ცქიტიშვილი: გამორჩეულად მშრალი შემოდგომა გვქონდა, გვაქვს თოვლი ეს აისახება წყლის მოცულობაზე