მეუფე იაკობი პანსიონში ომბუდსმენის შეშვებამდე, ლომჯარიას თბილისში შეხვდება

ნინოწმინდის პანსიონის ახლადდანიშნული ხელმძღვანელი მეუფე იაკობი ამბობს, რომ პანსიონში “სიტუაციის დალაგება უნდა”, რადგან “გარედან ძალიან აურიეს”.

რაც შეეხება პანსიონში მონიტორინგისთვის სახალხო დამცველის შეშვებას, ის ამბობს, რომ ლომჯარიას ჯერ თბილისში შეხვდება.

“სანამ არ გავერკვევი ბოლომდე, რა ხდება, მანამდე ბავშვებთან შეშვებაზე… ძალიან დასტრესილები არიან ბავშვები და მით უმეტეს, ახლა შემოვიდნენ და თუნდაც სახალხო დამცველმა კითხვები დაუსვას… აქ მუშაობენ სოციალური მუშაკები, მონიტორინგიც აქვთ და 24 საათი აქ არიან, სანდო ხალხია. ცოტა ხანი დაგვაცადონ, პრობლემა არ გვაქვს. მე გუშინაც ვთქვი, ჯერ თბილისში შევხვდები, შემდგომ დავილაპარაკებთ ცივილიზებულად, არ ვარ ის ადამიანი… ყველანაირად ვიცი, სანამ ბავშვები ამ მდგომაროებაში არიან, მე მართალი ვიქნები, რომ არავინ მივაკარო ადვოკატის გარეშე. დალაგება მინდა აქ სიტუაციის, გარედან ძალიან აურიეს”, – ამბობს მეუფე იაკობი

banner
წინა სტატიაშიმომხმარებლები ელექტროენერგიის გადახდის ქვითარს ახალი კომპანიებისგან მიიღებენ
შემდეგი სტატიამიქანაძემ განმარტა, რა კითხვები ექნებათ ჟვანიასთან: იქნება კითხვები იმ გასაჩივრებებთან, რომლებზეც ოპოზიცია აპელირებს