მიქანაძემ განმარტა, რა კითხვები ექნებათ ჟვანიასთან: იქნება კითხვები იმ გასაჩივრებებთან, რომლებზეც ოპოზიცია აპელირებს

მინდა გითხრათ, რომ ბევრი კითხვა გვაქვს ქალბატონ თამარ ჟვანიასთან და ეს კითხვები იქნება საკმაოდ მწვავე, – ამის შესახებ პარლამენტში არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ განაცხადა.

მისი თქმით, კითხვები, რომლებიც ცესკოს თავმჯდომარესთან დეპუტატებს აქვთ, დაკავშირებული როგორც წინასაარჩევნო პერიოდთან, ასევე არჩევნების დღესა და შემდგომ პერიოდთან.

„აგრეთვე გვექნება კითხვები იმ გასაჩივრებებთან, რომლებზეც ოპოზიცია აპელირებს და საუბრობს, რომ მათ თურმე ასობით საჩივარი დაწერეს და ეს საჩივრები არ განიხილეს. ამიტომ, ამ საკითხებზე აუცილებლად გვექნება კითხვები ცესკოს თავმჯდომარესთან და ეს შეხვედრაც, ისევე როგორც ყველა აქტივობა, რომელსაც დროებითი საგამოძიებო კომისია ახორციელებს, საჯარო იქნება და მედიას ექნება საშუალება მაქსიმალურად გააშუქოს ეს მოვლენები“, – განაცხადა მიქანაძემ.

banner
წინა სტატიაშიმეუფე იაკობი პანსიონში ომბუდსმენის შეშვებამდე, ლომჯარიას თბილისში შეხვდება
შემდეგი სტატიასალომე ზურაბიშვილი 16 ივნისს ვატიკანს ეწვევა