მომხმარებლები ელექტროენერგიის გადახდის ქვითარს ახალი კომპანიებისგან მიიღებენ

მომავალი თვიდან მომხმარებლები ელექტროენერგიის გადახდის ქვითარს ახალი კომპანიებისგან მიიღებენ, კერძოდ, თბილისის მოსახლეობას “თელასის” ნაცვლად ელექტროენერგიას მიაწვდის “თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანია” (თელმიკო), ხოლო რეგიონის მოსახლეობას “ენერგო-პრო ჯორჯიას” ნაცვლად “ეპ ჯორჯია მიწოდება” მოემსახურება.

სემეკის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ აღნიშნა, მიწოდება-გადანაწილებაზე პასუხისმგებლობა სხვადსხვა კომპანიებმა უნდა აიღოს, რათა ბაზარი იყოს კონკურენტუნარიანი.

“ფუნქციების გაყოფა მნიშვნელოვანია ევროპული პრაქტიკის მიხედვით, რათა ქსელის მეპატრონემ მოუაროს ქსელს, მიხედოს თავიდან ბოლომდე და იყოს მასზე პასუხისმგებელი, ხოლო ენერგიის მიწოდება უნდა განახორციელოს სხვა კომპანიამ, რომელსაც ექნება შესაძლებლობა, რომ ეს ენერგია მიიღოს. შეიძინოს სხვადსხვა მიმწოდებლებისაგნ, ან ბირჟაზე, რომელიც მომავალში ამოქმედება და ამ თვალსაზრისით უზრუნველყოფილი იქნება კონკურენცია”,- თქვა დავით ნარმანიამ.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაში„ლელო-პარტნიორობა საქართველოსთვის“ და „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფი“ ერთობლივ კანონპროექტზე მუშაობენ
შემდეგი სტატიამეუფე იაკობი პანსიონში ომბუდსმენის შეშვებამდე, ლომჯარიას თბილისში შეხვდება