მეუფე იაკობი აშშ-ში შეხვედრებს მართავს

პატრიარქის ქორეპისკოპოსი მეუფე იაკობი კვლავ აშშ-ში იმყოფება. საპატრიარქოს უნივერსიტეტის სახელით, მეუფე იაკობი ​ამერიკული უნივერსიტეტების წარმომადგენლებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს. როგორც ის აცხადებს, საპატრიარქოს უნივერსიტეტში ახალი ფაკულტეტების გახსნა იგეგმება.
კიბერ უსაფრთხოების და ბიზნეს ადმინისტრირების დარგში საპატრიარქოს უნივერსიტეტი უახლოეს მომავალში ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამის დანერგვას გეგმავს. ამასთან დაკავშირებით, მეუფე იაკობი განათლების სფეროს სპეციალისტებს უკვე შეხვდა. მისი ინფორმაციით, სამუშაო შეხვედრები მაისში გაიმართება და მის ორგანიზებაში ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტიც ჩაერთვება.

banner
წინა სტატიაშირიკოთზე სამგზავრო ავტობუსს ცეცხლი გაუჩნდა
შემდეგი სტატიაშსს-მ ყაზბეგზე მომხდარი დაჭრა გახსნა