მეტროსადგურ „ვაგზლის მოედანზე“, მატარებლის ლიანდაგზე მამაკაცი ჩავარდა

მეტროსადგურ „ვაგზლის მოედნის“ მეორე ხაზზე, მატარებლის ლიანდაგზე მამაკაცი ჩავარდა. საბედნიეროდ მისი გადარჩენა მგზავრებმა მოახერხეს.

მამაკაცი ადგილიდან პოლიციამ გაიყვანა.

“როგორც ამბობენ, მემანქანისთვის დროულად მოხერხდა მომხდარის შესახებ სიგნალის გადაცემა და მატარებელი გააჩერეს“, – განაცხადა მგზავრმა.

banner
წინა სტატიაშისალომე ზურაბიშვილი : არ მაქვს უფლება, საარჩევნო მოდელზე პირადი მოსაზრება მოვახვიო საზოგადოებას, ან პოლიტიკურ პარტიებს
შემდეგი სტატიათინა ბოკუჩავა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შესვლის უფლებას ითხოვს