მეტროსადგურ “თავისუფლების მოედანზე” დაკავებულებს ბრალი წვრილმანი ხულიგნობასა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობაში ედებათ

სამართალდამცველებმა მეტროსადგურ ”თავისუფლების მოედანზე” 2 პირი საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისთვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე მუხლებით (პოლიციისადმი დაუმორჩილებლობა) არიან დაკავებულები. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით,

მოქალაქეები მეტროპოლიტენში არღვევდნენ საზოგადოებრივ წესრიგს, მათ შორის იყენებდნენ უცენზურო სიტყვებს.

მეტროსადგურ ”თავისუფლების მოედანზე” დაკავების ამსახველი ვიდეომასალა დღეს სოციალურ ქსელში გავრცელდა.
კადრებში ჩანს, როგორ ითხოვს ახალგაზრდა პოლიციისგან განმარტებას, თუ რა მიზეზით აკავებენ სამართალდამცველები მას. მომხდარს არა ერთი თვითმხილველი ჰყავს. შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, რომ აღნიშნული პირები პოლიციამ მეტროპოლიტენში წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობისთვის აიყვანა.
დაკავებულები უკვე მოინახულეს წინასწარი დაკავების იზოლატორში ადვოკატებმა. ისინი პოლიციელების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტებაზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფები უდანაშაულოები არიან.
ორივე პირის აღკვეთის ღონისძიების შესახებ სასამართლო სავარაუდოდ, დღეს იმსჯელებს.

banner
წინა სტატიაშისაბავშვო ბაღის 900-მდე აღსაზრდელი 11 ბაღში გადაანაწილეს
შემდეგი სტატიასაქართველოს პრემიერმინისტრი ლიტველ კოლეგას ხვდება