მეტროს შეჩერების გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ მიიღო და იგი მემანქანეების ინფიცირებასთან კავშირში არ არის

ქვეყანაში შექმნილი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, 28ნოემბრიდან მუნიციპალური ტრანსპორტი, მათ შორის მეტროპოლიტენი, მგზავრთამომსახურებას დროებით შეწყვეტს.

აღნიშნული გადაწყვეტილება არანაირ კავშირში არ არის თბილისის მეტროს მემანქანეების ინფიცირების ფაქტთან დაშეზღუდვა დედაქალაქის გარდა, საქართველოს შვიდ დიდ ქალაქს თანაბრადშეეხება. გვინდა, საზოგადოებას კიდევ ერთხელ განვუმარტოთ, რომ მუნიციპალურიტრანსპორტის შეჩერების გადაწყვეტილებას, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო იღებს.

შესაბამისად,რიგი მედიასაშუალებების მიერ, მისი დაკავშირება მეტროს რამდენიმე მემანქანის ინფიცირების ფაქტთან, დეზინფორმაცია და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობაა. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ მეტროს თანამშრომლების ინფიცირება არ გამხდარა მეტროპოლიტენის მუშაობის შეჩერების მიზეზი. საჭიროების შემთხვევაში,თბილისის მერია მეტროს მემანქანეებს ბელარუსიდან ჩამოიყვანს, რომელთ ანაცმუნიციპალიტეტს ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება აქვს გაფორმებული.თბილისის მეტრო არსებული შეზღუდვების მოხსნის შემდეგ, გამართულად იმუშავებს და დედაქალაქის მოსახლეობას მოემსახურება.

რაც შეეხება 28 ნოემბრიდან დაწესებულ შეზღუდვებს, აღნიშნული პერიოდიდან თბილისის მეტრო, მუნიციპალური ავტობუსები და კუს ტბის საბაგირო მუშაობას შეაჩერებს. მთელი ქვეყნის მასშტაბით დაწესებული შეზღუდვები 24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით შემსუბუქდება, რომლის დროსაც თბილისის მეტრო და ავტობუსები 21:00 საათამდე იმუშავებენ. 3 იანვრიდან 16 იანვრამდე, ორივე სახის ტრანსპორტით მგზავრთა მომსახურება კვლავ შეჩერდება.

16 იანვრიდან 31იანვრამდე კი, თბილისის მეტრო და მუნიციპალური ავტობუსები შაბათ-კვირის გამოკლებით, მუშაობას განაახლებენ. თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო!

banner
წინა სტატიაშიაბსურდული და ტყავის გადარჩენისთვის მიღებული გადაწყვეტილება – მიხეილ სააკაშვილი “ლოქდაუნზე”
შემდეგი სტატიასერბეთის პრეზიდენტი – ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარება კატასტროფული სცენარით ვითარდება