მეტი აქტუალური საკითხი არ არის ქვეყნაში? – რიჟვაძე კითხვაზე, თუ როდის დაიწყო ომი

“მეტი აქტუალური საკითხი არ არის ქვეყანაში დარჩენილი, თქვენი აზრით?” – ასე უპასუხა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ ჟურნალისტის კითხვას, 2008 წლის აგვისტოს ომი 7 აგვისტოს დაიწყო, თუ 8 აგვისტოს.

რიჟვაძეს ასევე ჰკითხეს, თუ ვინ დაიწყო ომი და არის თუ არა რუსეთი ოკუპანტი, რასაც მან “სამარცხვინო” უწოდა.

“დღეს აქ რომ მობრძანდით, მხოლოდ მთავრობის ვალდებულება არ არის პატივი მიაგოს გმირებს, ყველას ვალდებულებაა, რომ მშვიდობიან ქვეყანაში ვცხოვრობდეთ. ჩვენც ყოველდღე ვაკეთებთ ალბათ რაღაცას მათი ხსოვნისთვის და დღეს ამ კონტექსტით რომ სვამთ კითხვებს, ჩემი აზრით, სამარცხვინოა”. – თქვა რიჟვაძემ.

banner
წინა სტატიაშითბილისში 15 ქუჩას 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულ მებრძოლთა სახელები მიენიჭება
შემდეგი სტატიამიდგომამ, რუსეთს უნდა დავუთმოთ, თორემ უარესი მოხდება, დააზიანა თავისუფალი სამყარო – ბოკერია