“მეთიუ, არ იუ ქიდინგ მაი ფრენდ?” – ზარქუას მორიგი მიმართვა აშშ-ის სახ.დეპის სპიკერს

“ჰეი მეთიუ, არ იუ ქიდინგ მაი ფრენდ? რაზეა საუბარი, საქართველოს დამოუკიდებელი სასამართლოს მოსამართლეები დაასანქცირეთ, დღემდე ვლოდებით კონკრეტულად რის საფუძველზე, რა არგუმენტებით. შეგახსენებთ ერთ ქეისს კიდევ დასანქცირებულის, მოსამართლე ჩხიკვაძე, რომელიც დაასანქცირეთ იმის გამო, რომ გადაწყვეტილება მიიღო ბატონ გვარამიასთან დაკავშირებით, რომელმაც რამდენიმე მილიონი მოჰპარა რ2-ს. ეს თემა შემდეგ გასაჩივრდა სტრასბურგში და სტრასბურგმა თქვა, რომ საერთოდ განხილვაშიც არ მივიღებ იმიტომ, რომ მოსამართლე ჩხიკვაძის გადაწყვეტილება იყო სამართლიანი და ობიექტურიო, ბოდიში უნდა მოგეხადათ თქვენ და საელჩოს და ვინც აბულინგებდით ამ მოსამართლეს და მისი ოჯახის წევრებს. […] ვოთ არ იუ თოქინგ ებაუთ მაი ფრენდ, გაოგნებული ვარ”.- თქვა “ქართული ოცნების” დეპტუატმა, ირაკლი ზარქუამ.

banner
წინა სტატიაშიკანონპროექტი ემსახურება მხოლოდ ოლიგარქს და მის უფროსებს კრემლში, საფრთხეს უქმნის EU-ს კანდიდატობას – კრამონი
შემდეგი სტატიაპაპუაშვილი – საზოგადოება გუშინ დარწმუნდა, რომ არის მცდელობა, ყვირილით გადაფარონ მსჯელობა, დოგმებით საუბარი და მსჯელობის ჩახშობა აღარ გამოუვათ