სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია, რომ “ვერეს ხეობაში წყლის დონე საშიშ ნიშნულზეა.” როგორც ამ ინფორმაციის საპასუხოდ “მთავარი არხის” ვებგვერდს გარემოს ეროვნულ სააგენტოში უთხრეს, წყლის დონე მომატებული იყო, თუმცა, ახლა კლება აქვს დაწყებული. სააგენტოში ასევე ამბობენ, რომ სადგური კონტროლდება და მონიტორინგი ხორციელდება.