მესტიაში გადაადგილების გარკვეული შეზღუდვა იქნება – გახარია

პრემიერმინისტრის, გიორგი გხარიას განცხადებით, მესტიაში სპეციალური ზომები ამოქმედდება, მათ შორის იქნება გადაადგილების ნაწილობრივი შეზღუდვაც. ამ თემაზე მან ჟურნალსიტების კითხვებს უპასუხა.

ჩვენ გვიწევს სამუწუხაროდ, მესტიის მუნიციპალიტეტში გარკვეული სპეციალური ზომების მიღება. რა თქმა უნდა, გადაადგილების გარკევული შეზღუდვები იქნება, იქ უკვე გაგზავნილია სპეციალური ბრიგადები, რათა აქტიუარად დაიწყოს ტესტირებები. გვესმის, რომ მესტიაში ძალიან ბევრი ტურისტია ყველა იქნება მიხედილი, არაფერი საპანიკო არ არის, ჩვენ ვმართავთ ამ პროცესს, – თქვა გიორგი გხარიამ.

პრემიერის თქმით, ამ თემასთან დაკავშირებით დამატებითი განცხადება ცოტახანში გაკეთდება.

შეგახსენებთ, რომ დღეს, 10 აგვისტოს საქართველოში კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევა დადასტურდა. მათგან 17 ერთ ადამიანთან კონტაქტია და ისინი მესტიდან არიან.

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას თქმით, დადასტურებული შემთხვევებიდან 1 სოფელ გაჩიანიდანაა, 1 სამედიცინო პერსონალია, 5 იმპორტირებული შემთხვევაა, 1 პაციენტი აფხაზეთიდანაა გადმოყვანილია, ხოლო კიდევ 1 კონტაქტების მოძიება ამჟამად მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიექიმებისთვის, რომლებიც Covid-19-ით ინფიცირებულებთან მუშაობენ, დამატებითი რეგულაციები დაწესდება – ტიკარაძე
შემდეგი სტატიაგიორგი გახარია – მესტიაში ბევრი ტურისტია, არავინ დარჩება ყურადღების გარეშე