მეშვიდე სართულის აივნიდან გადავარდნილი ოთხი წლის ბავშვი გადარჩა

თბილისში, თემქის მე-11 მიკრორაიონში, მეშვიდე სართულის აივნიდან გადავარდნილი ოთხი წლის ბავშვი გადარჩა. ბავშვი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს არასრულწლოვნის მიმართ, გაუფრთხილებლობით სხეულის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას.

banner
წინა სტატიაშიძლიერი სეტყვა გორის მუნიციპალიტეტში
შემდეგი სტატიაბრიტანეთში ტყუპი ჩოჩორი დაიბადა, თავს ორივე მშვენივრად გრძნობს