მესაზღვრეების დაპირისპირება სვანეთში – მოკლულია პოლიციის თანამშრომელი

სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელი ბესიკ იოსელიანი, რომელიც მესტიაში მოკლეს.
სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელი ბესიკ იოსელიანი, რომელიც მესტიაში მოკლეს.

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ მულახში სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა ერთმანეთს ცეცხლი გაუხსნეს.  ადგილზე სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელი ბესიკ იოსელიანი გარდაიცვალა. ინფორმაციას მესტიის მუნიციპალიტეტის მერი კაპიტონ ჟორჟოლიანი ადასტურებს.

არსებული ინფორმაციით, მკვლელი დაკავებული არ არის. მულახის თემის სასაზღვრო პოლიციაში კომენტარს არ აკეთებენ და ამბობენ რომ ინფორმაციას პროკურატურა გაავრცელებს.შემთხვევა დღეს ნაშუადღევს მოხდა.

სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია

banner
წინა სტატიაშიკლდიაშვილის ქუჩაზე წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობისთვის ორი პირი დააკავეს
შემდეგი სტატიაბეჟან ნათელაშვილი: „ქართული ოცნება“ რუსეთს ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციაში ხელს უწყობს