მერკელმა ერდოღანს დემოკრატიული ნორმების დაცვისკენ მოუწოდა

ანკარაში ვიზიტისას გამართულ პრესკონფერენციაზე გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა თურქეთის პრეზიდენტს რეჯეპ ერდორანს დემოკრატიული ნორმების დაცვისკენ მოუწოდა- წერს Reuters-ი.


“ღრმა პოლიტიკური ძვრებისას ყველაფერი უნდა გააკეთო იმისათვის, რომ დაიცვა სიტყვის თავისუფლების და პოლიტიკურ მრავალფეროვნების პრინციპი. ოპოზიცია – ეს დემოკრატიის ნაწილია” – თქვა მერკელმა.
შეგახსენებთ, რომ გასული წლის ზაფულში თურქეთში მომხდარი სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ, თურქეთის ხელისუფლებამ თითქმის 32 ათასი ადამიანი დააკავა, 81 ათასი კი სამსახურებიდან დაითხოვა, დახურა 130-ზე მეტი მედია საშუალება.

banner
წინა სტატიაშიმაკკეინმა ტრამპს მოუწოდა უკრაინას ლეტალური იარაღი მიაწოდოს
შემდეგი სტატიაFreedom House-მა უკრაინის რუკა ყირიმის გარეშე გამოაქვეყნა