მერკელი პუტინთან ყვავილებით, მაგრამ არა კონკრეტული შედეგებით

18 მაისს გერმანიის კანცლერი რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს სოჭში შეხვდა. როგორც პუტინის პრეს-მდივანმა განაცხადა, შეხვედრაზე მხოლოდ საერთშორისო აქტუალურ თემებსა და რეგიონალურ პრობლემებზე ისაუბრეს და მას კონკრეტული შედეგები არ მოჰყოლია. მერკელმა პუტინთან ისაუბრა ირანზე, სირიასა და დონბასზე. ურთიერთობის გადატვირთვასა და ორმხრივ ურთიერთობებს გერმანიაში არ ელოდებოდნენ, თუმცა, ზოგიერთი ექსპერტი ამას არ გამორიცხავდა იმ ფონზე, რომ აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მსოფლიოს ახალ-ახალ პრობლემებში ხვევს – “დოიჩე ველე” წერს.

ერთ-ერთი აქტუალური საკითხი, რაზეც დღეს მხარეებმა ისაუბრეს, იყო ირანთან ატომური შეთანხმება და მისგან აშშ-ს გასვლა. შეხვედრის შემდეგ გამართულ პრეს-კონფერენციაზე ვლადიმირ პუტინმა თქვა, რომ მან და მერკელმა ისაუბრეს აშშ-ს ირანის ატომური პროგრამიდან გასვლაზე, თუმცა, არც მას და არც მერკელს არ უთქვამთ, რომ ისინი თეირანთან დადებულ ხელშეკრულებას შეინაჩუნებენ.
მეტიც, ვერც პუტინმა და ვერც მერკელმა ჟურნალისტებს სირიაში კონფლიქტის პოლიტიკური დარეგულირების გზები ვერ შესთავაზეს, იგივე აღმოსავლეთ უკრაინაზე – წერს გერმანული გამოცემა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარია: ,, რეფერირების სისტემა უბრალოდ არ მუშაობს და 14 წლამდე ბავშვები უყურადღებოდ არიან დარჩენილები“
შემდეგი სტატიაჰავანაში სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოვარდა