“მერიის უსაფრთხოების სამსახურის უფროსსა და მის მოადგილეს კალაძემ რომში მივლინება დაუფინანსა” – ლევან ხაბეიშვილი

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” საკრებულოს წევრი ლევან ხაბეიშვილის თქმით, მერიის უსაფრთხოების სამსახურის უფროსსა და მის მოადგილეს კახა კალაძემ რომში მივლინება დაუფინანსა, რაც 9 000 ლარზე მეტი დაჯდა.

ხაბეიშვილმა ის დოკუმენტი წარმოადგინა, რომლის მიხედვითაც მივლინების ადგილი დაშტრიხული ხაზებითაა აღნიშნული.

“დოკუმენტაციაში თუ რა საქმეზე მიდიოდნენ არის დაშტრიხული, ანუ ამას არ გვეუბნება მერია, თუ რატომ იყვნენ რომში. კითხვა არის ლეგიტიმური, რა ესაქმებოდა უსაფრთხოების საქალაქო სამსახურის უფროსს რომში მივლინებით, რა გამოცდილება უნდა ჩამოეტანა მერიის დაცვის სამსახურის უფროსს და მის მოადგილეს ან თუ რამე ჩამოიტანეს კონკრეტული დოკუმენტაცია შეიქმნა 9000 ლარი რომ გადავიხადეთ რა შედეგი მივიღეთ? რა თქმა უნდა არაფერი და ამის დოკუმენტაციას არ არსებობს” – აღნიშნა ლევან ხაბეიშვილმა.

banner
წინა სტატიაშივითარება გარეჯში – ანტისაოკუპაციო მოძრაობა დელიმიტაციის საკითბზე მომუშავე კომისიას წერილობით მიმართავს
შემდეგი სტატიაშსს-მ ნარკოდანაშაულისთვის ექვსი პირი დააკავა, მათ შორის ოთხი მსხვილი ნარკორეალიზატორია