მერაბ ქვარაია: მიმაჩნდა და მიმაჩნია, რომ მივიღე სწორი გადაწყვეტილება

მერაბ ქვარაია საგანგებო განცხადებას ავრცელებს

“მიმაჩნდა და მიმაჩნია, რომ მივიღე სწორი გადაწყვეტილება. ჩვენ ერთხელ უკვე ვიმსჯელეთ და მრავალი ფაქტორის გათვალისწინებით შევთანხმდით, რომ საარჩევნო სისტემა უნდა შეიცვალოს 2024 წელს, ეს ჩავწერეთ საქართველოს კონსტიტუციაშიც. შესაბამისად, ვთვლი, რომ უნდა დარჩეს ძალაში კონსტიტუციის ის რედაქცია, რაც ძალაშია, მოვამზადოთ ქვეყანა და 2024 წელს გადავიდეთ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე. ”
განაცხადა ქართული ოცნების დეპუტატმა, მერაბ ქვარაიამ ქართული ოცნების მიერ პროპორციულის ჩაგდებაზე. ქვარაიამ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო და ამით ხელი შეუწყო საკონსტიტუციო პროექტის ჩაგდებას. ამ მოცემულობით, 2020 წლის საპარლამენტი არჩევნებიც ძველი, მაჟორიტარული სისტემით ჩატარდება.

banner
წინა სტატიაშითაკო ჩარკვიანი მიხეილ სააკაშვილს მიმართავს – გარისკე, მეგობარო, ჩამოდი
შემდეგი სტატიაარასამთავრობოები – საფუძველი გვაქვს ვივარაუდოთ, რომ ხელისუფლება თავად უწყობდა ხელს მღელვარების წარმოშობას