მემუქრებიან სამუდამოდ ციხეში ჩაგსვამთო: ბაჩალიაშვილის საქმის მოწმე

თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ახალი მოწმე, მარიამ შარაშიძე ამბობს, რომ მას სამართალდამცავები ემუქრებიან და ცდილობენ ადვოკატის გარეშე დაკითხონ.

“მემუქრებიან იმითი, რომ ციხეში ჩაგსვამთო და სამუდამოდ იქ იქნებიო, თუ არ დამტკიცდა, რომ არ არის შენსა და თამარს შორის კონტაქტიო… მე ვუთხარი რომ ტელეფონში რაც გინდა ის წაშალეთ, მაგრამ ჩემს მეხსიერებას ვერ წაშლით, რაც ვიცი იმას ვიტყვი. არც მაგათი მეშინია და არც არავისი. მე ფიცი დავდე და არ გავჩერდები სანამ ჩემი მეგობრის სიმართლეს არ დავადგენ, დღეს უნდა წავსულიყავი მე ადვოკატის გარეშე, რომ მე იქ დავეკითხეთ, მაგრამ მე არ მსურს ადვოკატის გარეშე მივიდე და დავიკითხო.

აქ უკვე კითხვის ნიშნები კი არ ჩნდება, აქ უკვე პირდაპირ მიზანმიმართულად, ორგანიზებულად მოქმედებს, საგამოძიებო ორგანო, არა გამოსაძიებლად. მე მარიამთან მქონდა საუბარი, ძალიან დიდი ინფორმაცია მომაწოდა. უნდა გაიხსნას და დაბრუნდეს თამარ ბაჩალიაშვილის საქმის გამოძიება. ეს გოგო ძალიან დიდ ინფორმაციას ფლობს.” – ამბობს თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი

banner
წინა სტატიაშიEBRD-ის რეგიონული დირექტორი გიორგი გახარიას – გასული წლის განმავლობაში ორჯერ უფრო მეტის მიღწევა შევძელით ერთად, ვიდრე რომელიმე წინა წელს გაგვიკეთებია, ძალიან ვამაყობთ მიღწეული შედეგებით
შემდეგი სტატიაკოტე კემულარია: ოპოზიციის ერთობა მუშაობს