მელია: “ეს პროცესი ყაიმით ვერ დასრულდება, ეს უნდა დასრულდეს ხალხის გამარჯვებით”

“ეს პროცესი ყაიმით ვერ დასრულდება, ეს უნდა დასრულდეს ხალხის გამარჯვებით”, – ამის შესახებ პარტია “ახალის” თანათავმჯდომარე ნიკა მელია მთავრობის ადმინისტრაციასთან მიმდინარე აქციაზე საუბრობს.

აქ ყაიმით ეს პროცესი ვერ დასრულდება, ეს პროცესი დასრულდება ხალხის გამარჯვებით. და, მე ვფიქრობ, ატყობთ, ხო? აქ ხომ ადამიანები თავიანთი სურვილით არიან გამოსული პატრიოტი ადამიანები. და რაც არ უნდა პროვოკატორები მოაგზავნონ, ეს ყველაფერი სასაცილოც არის. ვერავის ივანიშვილი, ღარიბაშვილი და კობახიძე ვერ გააკვირვებს თავიანთი ძალოვანი წარმომადგენლებით. როგორც მეზღვაურს ვერ გააკვირვებს ზღვის ჩეპებით, იმიტომ რომ ის მიჩვეულია, ხო? ასევე, ეს მართალი ხალხი მიჩვეულია, რომ ივანიშვილი, ძირითადად ნიშნავს ძალოვნებს. ივანიშვილი ძირითადად ნიშნავს რობოკოპებს და ეს ხალხია იქ დასამარცხებელი. ამიტომ, ეს გამოწვევა, დიდი ხანია ჩვენ მივიღეთ, – ამბობს მელია.

banner
წინა სტატიაშიაქციის მონაწილეებმა კანცელარიის შენობას კვერცხები ესროლეს
შემდეგი სტატიაგიგი უგულავა – ერთადერთი გამოსავალი არის დაუმორჩილებლობა ყველგან და ყველაფერში, სოფლიდან ქალაქში