კორძაია – მეგის ქარდავას საქართველოში ჩამოყვანა არის ხელისუფლების კიდევ ერთი მცდელობა, გადაფაროს ყველა უკანონობა

წარსულის შიშით მომავალზე უარს ვერ ათქმევინებენ საქართველოს მოქალაქეებს, რადგან ეს არ არის გზა საქართველოს მომავლისკენ, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თამარ კორძაიამ მეგის ქარდავას საქართველოში ექსტრადირების საკითხზე კომენტირებისას აღნიშნა.

როგორც თამარ კორძაიამ განაცხადა, მეგის ქარდავას საქართველოში ჩამოყვანა არის ხელისუფლების კიდევ ერთი მცდელობა, გადაფაროს ყველა უკანონობა, რაც დღეს გამოვლინდა მათი საქმიანობის პერიოდში.

„არ დაგვავიწყდეს, გვყავს ხელისუფლება, რომელიც ფლობდა ინფორმაციას, მაგალითად ნინოწმინდაში არსებულ კანონდარღვევებზე, ბავშვების უფლებების დარღვევაზე და არ რეაგირებდა ამ საკითხებზე. გვყავს ხელისუფლება, რომელმაც იცოდა, რომ ადამიანები მუშაობდნენ რუსეთის სასარგებლოდ და აწვდიდნენ ინფორმაციას, ის ხელს არ ანძრევდა ამ ადამიანების დასაკავებლად. ამიტომ, ვერც ერთი მოქმედება, აწი რაც არ უნდა განახორციელოს „ოცნებამ“ ვერ გადაფარავს მის დანაშაულს. წარსულის შიშით მომავალზე უარს ვერ ათქმევინებენ საქართველოს მოქალაქეებს, რადგან ეს არ არის გზა საქართველოს მომავლისკენ“, – განაცხადა თამარ კორძაიამ.

banner
წინა სტატიაშიჩემთან დაკავშირებული ფაქტები აბსოლუტურად ყველა შეესაბამება რეალობას – ხოშტარია სუს-ის ჩანაწერებზე
შემდეგი სტატიაღარიბაშვილი – აზერბაიჯანი ჩვენთვის მხოლოდ მეზობელი ქვეყანა არ არის, ჩვენ ვართ სტრატეგიული პარტნიორები