მედვედევი – რუსეთს მოუწევს, სერიოზულად გააძლიეროს სახმელეთო ჯარების და საჰაერო თავდაცვის ჯგუფი ფინეთის ყურეში, როდესაც ფინეთი და შვედეთი ნატო-ს შეუერთდებიან

რუსეთს მოუწევს, სერიოზულად გააძლიეროს სახმელეთო ჯარების და საჰაერო თავდაცვის ჯგუფი, განათავსოს მნიშვნელოვანი საზღვაო ძალები ფინეთის ყურეში, როდესაც ფინეთი და შვედეთი შეუერთდებიან ნატო-ს, – ამის შესახებ რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა განაცხადა.

მედვედევის თქმით, თუ შვედეთი და ფინეთი გაწევრიანდებიან ნატო-ში, რუსეთის ფედერაციასთან ალიანსის სახმელეთო საზღვრების სიგრძე გაორმაგდება.

„შვედეთი და ფინეთი ცხოველური სერიოზულობით განიხილავენ ნატო-ში გაწევრიანების შესაძლებლობას. თავად ალიანსი მზად არის, მიიღოს ისინი ფაქტიურად „თეთრი ხელის ქვეშ“- უმოკლეს დროში და მინიმალური ბიუროკრატიული პროცედურების პირობებში. ეს ნიშნავს, რომ რუსეთს უფრო მეტი ოფიციალურად დარეგისტრირებული მოწინააღმდეგე ეყოლება. როგორ უნდა ვუპასუხოთ ამას? პასუხი ნათელია: ემოციების გარეშე, ცივი თავით. რამდენი ქვეყანაა ნატო-ში – ოცდაათი თუ ოცდათორმეტი, მთლიანობაში ჩვენთვის არც ისე მნიშვნელოვანია. ორით ნაკლები, ორით მეტი – მათი მნიშვნელობითა და მოსახლეობით დიდი განსხვავება არ არის“ – თქვა მედვედევმა.

რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლის განცხადებით, შვედეთის და ფინეთის ნატო-ში გაწევრიანების შემთხვევაში ბალტიის ქვეყნების არაბირთვულ სტატუსზე საუბარი შეუძლებელი იქნება და ბალანსის აღდგენა გახდება საჭირო.

წინა სტატიაშიშალვა პაპუაშვილი – უკრაინაში ვიზიტთან დაკავშირებით ვისაუბრეთ ოპოზიციის წარმომადგენლებთან და შევთავაზეთ, რომ თითო პოლიტიკური ჯგუფიდან იყოს თითო წარმომადგენელი
შემდეგი სტატიაკვიპროსი პასპორტს ჩამოართმევს 4 რუს ოლიგარქს