მედვედევი – დიდი ბრიტანეთი რუსეთის „სამარადისო მტერია“

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, დიმიტრი მედვედევის განცხადებით, დიდი ბრიტანეთი რუსეთის „სამარადისო მტერია“.

მისივე თქმით, ნებისმიერი ბრიტანელი ოფიციალური პირი (სამხედრო ან სამოქალაქო), რომელიც ხელს უწყობს ომს უკრაინაში, ლეგიტიმურ სამხედრო სამიზნედ შეიძლება იყოს განხილული.

„დღეს დიდი ბრიტანეთი მოქმედებს უკრაინის მოკავშირედ, რომელიც მას აწვდის სამხედრო დახმარებას, აღჭურვილობისა და სპეციალისტების სახით, ანუ დე-ფაქტოდ უძღვება გამოუცხადებელ ომს რუსეთის წინააღმდეგ“, – განაცხადა მედვედევმა.

მედვედევი აღნიშნული განცხადებით გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრს, ჯეიმს კლევერლის გამოეხმაურა, რომელმაც მოსკოვში დრონებით თავდასხმის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტირებისას აღნიშნა, რომ უკრაინას აქვს ლეგიტიმური უფლება, დაიცვას საკუთარი თავი.

კერძოდ, ბრიტანეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელს დაუსვეს კითხვა, აქვს თუ არა უკრაინას რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმის განხორციელების უფლება, რაზედაც ჯეიმს კლევერლიმ უპასუხა: „უკრაინას აქვს ლეგიტიმური უფლება, დაიცვას საკუთარი თავი”.

“მას, რა თქმა უნდა, აქვს ლეგიტიმური უფლება, გააკეთოს ეს საკუთარ საზღვრებში, მაგრამ ასევე აქვს უფლება, გამოიყენოს ძალა საზღვრებს მიღმა, რათა ძირი გამოუთხაროს რუსეთის უნარს, გამოიყენოს ძალა უკრაინაში. ასე რომ, საზღვრებს მიღმა ლეგიტიმური სამხედრო სამიზნეები უკრაინის თავდაცვის ნაწილია და ჩვენ ეს უნდა ვაღიაროთ,” – დასძინა მან.

banner
წინა სტატიაშითალაკვაძე – ირაკლი ღარიბაშვილი არის იმ პოლიტიკური გუნდის ლიდერი, რომელმაც ამ 10 – 11 წლის განმავლობაში საქართველოში გაატარა რეალური ევროპული რეფორმები
შემდეგი სტატიაკობახიძე – პასუხისმგებლობით განმსჭვალული ყველა ადამიანის ვალია, ისაუბროს სიმართლე, ვისაც სურს, საქართველომ მიიღოს სტატუსი, დაკავებული იქნება ჩვენი ქვეყნის საფუძვლიანი რეკლამირებით