მედიკამენტი ტოცინიზუმაბი, რომელიც კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფ პაციენტებს ესაჭიროებათ, არ არის ხელმისაწვდომი და დაკარგულია ბიუროკრატიულ ბარიერებში – კალოიანი

ევროპული საქართველოს წევრი, ვახტანგ კალოიანი, ქვეყანაში მიმდინარე ვაქცინაციის პროცესსა და მასთან დაკავშირებულ პრობლემებზე საუბრობს.
კალოიანის თქმით, ხელისუფლებამ კვლავ ვერ შეძლო ვაქცინასთან დაკავშირებული ლოჯისტიკური პრობლემების მოგვარება და დიდ ქალაქებში პრაქტიკულად აღარ არის ადგილები, რათა მოქალაქეები აიცრან.
კალოიანი მოუწოდებს ხელისუფლებას, მაქსიმალურად გაიზარდოს ამცრელი პუნქტების რაოდენობა, რათა გაადვილდეს მოქალაქეებისათვის ვაქცინის ხელმისაწვდომობა და ვაქცინაცია ტექნუკირად უფრო მარტივი გახდეს.
კალოიანი ასევე შეეხო კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი პაციენტებისათვის კონკრეტული მედიკამენტის არახელმწისაწვდომობას და მთავარ პრობლემად ბიუროკრატიული ბარიერი დაასახელა. კალოიანმა მოუწოდა ხელისუფლებას, რომ მოხდეს კლინიკური პროცესის სტანდარტიზაცია, რათა მედიკამენტი გახდეს ყველასთვის ხელმწისაწვდომი.
„ბოლო დროის მოვლენებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მოქალაქეების მზადყოფნა ვაქცინაციისათვის. სამწუხაროდ, ხელისუფლებამ ისევ ვერ შეძლო ბოლომდე უზრუნველყო ლოჯისტიკა, დღეს დღეობით არცერთ დიდ ქალაქში აღარ არის ადგილები, რათა მოქალაქეები დარეგისტრირდენ, მივდინენ და აცირან. სამწუხაროდ, ეს არის ცუდი დაგეგმვის და რაოდენობის არასწორი გათვლის შედეგი, შესაბამისად, მოვუწოდებთ ხელისუფლებას, მაქსიმალურად გაზარდოს ამცრელი პუნტქები და გააადვილოს ხელიმისაწვდომობა მოქალაქეებისათვის, გახადოს ვაქცინაცია ბევრად უფრო მარტივი ტექნიკურად შესასრულებლად.
მეორე, კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფ პაციენტებს ძალიან ხშირად ესაჭიროებათ მედიკამენტი ტოცინიზუმაბი, რომელიც რეალურად არ არის ხელმისაწვდომი, ის დაკარგულია ბიუროკრატიულ ბარიერებში და ძალიან მნიშვნელოვანია ამ მედიკამენტზე ხელმისაწვდომობის გაზრდა, რადგან ის საჭირო არის კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი პაციენტებისათვის, ძალიან სწრაფად. ბიუროკრატიულ ბარიერებში იგულისხმება ის, რომ სახელმწიფოს აქვს შექმნილი კომისია და ნაცვლად იმისა, რომ კლინიკური პროცესის სტანდარტიზაცია გააკეთოს, დაახლოებით 5 რგოლი უნდა გაიაროს კლინიკამ, რათა ეს მედიკამენტი მიიღოს, რაც შესაბამისად, საფრთხეს უქმნის ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობას.
ამიტომ, ხელისუფლებას მოვუწოდებთ გააკეთოს კლინიკური პროცესის სტანდარტიზაცია, იზრუნოს მასზე, აქტიურად იმუშაოს, რადგან პაციენტების მზარდ რაოდენობას, რომელთა დიდი ნაწილიც იქნება კრიტიკული, აუცილებლად ესაჭიროება ეს მედიკამენტი და ამის დაგვიანების ფასი არის ადამიაენების სიცოცხლე.“ – განაცხადა კალოიანმა.

banner
წინა სტატიაშიადამიანები, ვისაც სერიოზული წვლილი აქვთ, რომ საქართველომ დაკარგა ტერიტორიები, თავისუფლად ქეიფობენ და მიდი-მოდიან – წერეთელი ლეშენკოს ვიზიტზე
შემდეგი სტატიააშშ თალიბების წინააღმდეგ ავიადარტყმებს გააგრძელებს