ადამიანები, ვისაც სერიოზული წვლილი აქვთ, რომ საქართველომ დაკარგა ტერიტორიები, თავისუფლად ქეიფობენ და მიდი-მოდიან – წერეთელი ლეშენკოს ვიზიტზე

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, გიგი წერეთელი, მთავარი არხის ინფორმაციას ეხმაურება, რომ რუსი მომღერალი, ლევ ლეშენკო, რომელიც აფხაზეთის დამოუკიდებლობას აფხაზურად უმღეროდა, დღეს ბიძინა ივანიშვილის სასტუმროში ისვენებს.
წერეთლის თქმით, 20 ივნისის ამბებისა და პოზნერის ვიზიტის შემდეგ, საქართველოს ხელისუფლება აგრძელებს კვლავ იგივე პოლიტიკას და ახლა მასპინძლობს იმ ადამიანს, რომელიც უმღეროდა აფხაზეთის დამოუკიდებლობას.
წერეთელმა აღნიშა, რომ საქართველოს ხელისუფლების ამგვარი ქმედებები სწორედ რუსულ პოლიტიკასთან არის დაკავშირებული, როცა ადამიანები, რომელთაც სერიოზული წვლილი აქვთ, რომ საქართველომ დაკარგა ტერიტორიები, ქეიფობენ და კარგ დროს ატარებენ საქართველოში.
„იმ ამბების შემდეგ, რაც 20 ივნისს მოხდა, შემდეგ სულ ეხლახანს იყო სკანდალი, რომელიც პოზნერს უკავშირდებოდა, იგივეს აგრძელებს საქართველოს ხელისუფლება, ეხლა მასპინძლობს რუს მომღერალს, ლეშენკოს, რომელიც კი ბატონო, ვიცით, მაგრამ ასევე ვიცით, რომ ლეშენკო უმღეროდა აფხაზეთის დამოუკიდებლობას, ეს ადამიანი იყო აბსოლიტურად წინააღმდეგი საქართველოსი, მისი პოლიტიკის, მისი დამოუკიდებლობის და რა დამსახურების გამო უნდა ევლებოდნენ თავს, უკეტავდნენ რესტორნებს, ხომ წარმოგვიდგენია როგორი მოფერება იქნება ამ ადამიანის და ქართული სტუმარ-მასპინძლობის ჩვენება.
ეს არის სწორედ რუსული პოლიტიკა, როდესაც რუსეთი ცდილობს, რომ თითქოს არაფერი არ ხდება, თითქოს ის ადამიანები, ვისაც გარკვეული წვლილი აქვთ და ზოგს სერიოზული წვლილი, რომ საქართველომ დაკარგა ტერიტორიები, თავისუფლად მიდი-მოდიან საქართველოში, ქეიფობენ, კარგ დროს ატარებენ და არაფერიც არ ხდება და უფრო მეტიც, მას მასპინძლობენ საქართველოს ხელისუფლების მაღალჩინოსნები, ან მათი ოჯახის წევრები და ეს არის ჩვეულებრივი ამბავი.
გამოიყვანონ ეხლა ლეშენკო და თქვას, რომ რუსეთი არის ოკუპანტი, რომ პუტინმა ჩაიდინა დანაშაული, როცა გასცა ბრძანება საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის, რომ საქართელომ უნდა იყოს დამოუკიდებელი, რომ დევნილები უნდა დაბრუნდნენ, რომ ადამიანებს არ იტაცებდნენ საოკუპაციო ხაზიდან, არ სვამდნენ ციხეში – ეს თქვას და მეც წავალ მის კონცერტზე და შეიძლება ტაშიც დავუკრა.“ – განაცხადა წერეთელმა.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი – ვიწყებთ სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების საგრანტო პროგრამას, რომლის ღირებულება 50 მილიონ ლარს შეადგენს
შემდეგი სტატიამედიკამენტი ტოცინიზუმაბი, რომელიც კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფ პაციენტებს ესაჭიროებათ, არ არის ხელმისაწვდომი და დაკარგულია ბიუროკრატიულ ბარიერებში – კალოიანი