აშშ თალიბების წინააღმდეგ ავიადარტყმებს გააგრძელებს

აშშ ავღანური ჯარის მხარდასაჭერად თალიბების პოზიციების ავიადარტყმებს გააგრძელებს – ამის შესახებ აშშ-ს შეიარაღებული ძალების ცენტრალური სარდლობის (CENTCOM) გენერალმა კენეტ მაკკეინზმა ქაბულში გამართულ პრესკონფერეციაზე 25 ივლისს განაცხადა – “დოიჩე ველე” წერს.
“უკანასკნელი რამდენიმე დღის განმავლობაში აშშ-მ ავღანურ ჯარს მხარი ავიადარტყმებით დაუჭირა. ჩვენ მზად ვართ გავაგრძელოთ მხარდაჭერის ეს გაძლიერებული დონე, თუკი “თალიბანი” შეტევებს არ შეწყვეტს” – მაკკეინზმა თქვა.

“თალიბების გამარჯვება აუცილებელი არ არის” აღნიშნა გენერალმა და დაამატა, რომ ამერიკელი ჯარისკაცები ავღანეთის სამხედრო-საჰაერო ძალების ტექნიკური დახმარების გაწევას 31 აგვისტოს შემდეგადაც გააგრძელებენ, როცა კონტიგენტს სრულად გაიყვანენ ისლამური რესპუბლიკიდან.
გარდა ამისა, გენერლის თქმით, პენტაგონი ავიადარტყმებს გააგრძელებს სხვა ტერორისტული დაჯგუფებების პოზიციებზეც, მათ შორის, “ისლამური სახელმწიფოსა” და “ალ-ქაიდასი”.

მაკკეინზის თქმით, მომდევნო კვირები გადაწყვეტენ, შეძლებს თუ არა ავღანეთის მთავრობა საკუთარი ქვეყნის თალიბებისგან დაცვას. “არა მგონია, ეს მარტივი იყოს” – დაამატა მან.

ამერიკელი გენერლის განცხადება ივლისში კანდაგარის პროვინციაშიმიმდინარე საბრძოლო მოქმედებების შედეგად 22 ათასი ოჯახის იძულებით გადაადგილების ფონზე გაკეთდა.

“თალიბანმა” 22 ივლისს გაავრცელა, რომ დაჯგუფება ქვეყნის ტერიტორიის 90%-ს აკონტროლებს.

შეერთებული შტატები ქვეყნის უსაფრთხოების მხარდასაჭერად ავღანეთის მთავრობას 3,3 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარებას გაუწევს.

banner
წინა სტატიაშიმედიკამენტი ტოცინიზუმაბი, რომელიც კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფ პაციენტებს ესაჭიროებათ, არ არის ხელმისაწვდომი და დაკარგულია ბიუროკრატიულ ბარიერებში – კალოიანი
შემდეგი სტატიაისრაელმა ღაზას სექტორში “ჰამასის” ბაზებზე ავიადარტყმები განახორციელა