მედიატური საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში

werამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის ფინანსური ხელშეწყობით, შიდა ქართლის სოფლებში 6 სოციალური საწარმო სრული დატვირთვით ამოქმედდა. პროექტს, რომელსაც ერთობლივად ახორციელებენ საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთი“ და გერმანული საერთაშორისო ორგანიზაცია „საქართველოს არბაითერ-სამარიტერ-ბუნდი“, 2014 წელს დაიწყო და ემსახურება იძულებით გადაადგილებულ პირებს.
მედიატურის დროს ჟურნალისტებმა მოინახულეს სოციალური საწარმოები, გაეცნენ მათი მუშაობის სპეციფიკას, ესაუბრნენ საწარმოების ხელმძღვანელებს და პროექტის ბენეფიციარებს.
რეგიონში დაფუძნებული საწარმოების ნაწილი – „ლიახველი ოსტატები“, „ერგნეთის რძის პროდუქტები“ და მოძრავი ავტოსახელოსო „მეჯუდა-2015“, ბიზნესზეა ორიენტირებული, ხოლო სოციალური სერვისების მიწოდებაზეა მიმართული საწარმოები: მოხუცთა თავშესაფარი „სახლი საზღვრების გარეშე“, საბავშვო ბაგა-ბაღი და საკვირაო სკოლა. ამ უკანასკნელთა ხარჯებს ფარავს გორის მუნიციპალიტეტის გამგეობა.
პროექტი „ სოციალური საწარმოები იძულებით გადაადგილებულ პირთათვის“ ემსახურება როგორც დევნილთა ჩასახლებებში, ასევე ბუფერულ ზონაში მცხოვრებ მოსალეობას.
საქართველოში კანონი სოციალური მეწარმეობის შესახებ არ არსებობს. მისი მიღება გადამწყვეტი იქნება ამ სფეროს განვითარებისთვის. სოციალური მეწარმეობა ჩვენს ქვეყანაში ახლა იკიდებს ფეხს და,შესაბამისად,მისი განვითარება,როგორც სამოქალაქო სექტორის,ასევე სახელმწიფოსა და საზოგადოების ინტერესებში შედის.
გოჩა ხუნდაძე

 

 

https://youtu.be/VQBwxWvgsms

 

banner
წინა სტატიაშიხურჩაში გიგა ოთხოზორიას მკვლელობასთან რუსულ მხარეს მასთან ირიბი შეხებაც არ ჰქონია
შემდეგი სტატიასამტრედიაში მცხოვრებ დევნლებს უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ