მედიამ ტრამპის 12 წლის კოორდინატორი აღმოაჩინა

მედიამ ტრამპის 12 წლის კოორდინატორი აღმოაჩინა

5 (1)კოლორადოში კოორდინატორის ფუნქციას, რომელსაც აშშ-ს პრეზიდენტობის კანდიდატის დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მილიარდელის შტაბი ანხორციელებს, 12 წლის სკოლის მოსწავლე აღმოაჩინეს.
უესტონ იმერი მოხალისეა და მსურველებს უყვება იმაზე, თუ როგორ უნდა მისცენ ხმა არჩენებზე. “გაიაზრეთ რასაც ვიტყვი. გაიაზრეთ. ბავშვებს უნდა ასწავლოთ” – ამბობს თვითონ სკოლის მოსწავლე. მოზარდი აღნიშნულ ვაკანსიაზე საკუთარმა დედამ დაასაქმა. ქალბატონი თვითონ დარეგისტრირდა კოორდინატორად, თუმცა, საქმის უმეტეს ნაწილს მისი შვილი ასრულებს.
ქალბატონის თქმით, მას უნდა, რომ პოლიტიკური მრწამსის მიუხედავად ყველა დედას გააგებინოს, რომ ბავშვებიც უნდა მონაწილეობდნენ საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

უესტონი აშშ-ს 2040 წლის არჩევნებზე მონაწილეობის მიღებას აპირებს და დონალდ ტრამპის 10 წლის შვილს ვიცე-პრეზიდნეტის სავარძელიც კი შესთავაზა.

აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნები 8 ნოემბერს გაიმართება.

banner
წინა სტატიაშიუკრაინის სპორტის მინისტრმა სააკაშვილის კრიტიკას უპასუხა
შემდეგი სტატიაევროპის უმსხვილეს ციხეში ჯიჰადისტების ქსელი გაანადგურეს