მედია – ყირიმში რუსული სამხედრო ნაწილი იწვის

დროებით ოკუპირებულ ყირიმში, ჯანკოის რაიონის ქალაის (აზოვის) დასახლებაში რუსეთის სამხედრო ნაწილში ხანძარია, – ინფორმაციას უკრაინული მედია ყირიმელი თათრების მეჯლისის თავმჯდომარეზე, რეფატ ჩუბაროვზე დაყრდნობით ავრცელებს.

“მოხსენება დროებით ოკუპირებული ყირიმიდან: წარმატებული დარტყმა ორკების სამხედრო ნაწილზე ჯანკოის რაიონის სოფელ ქალაიში (ახლანდელი აზოვი)”, – აცხადებს ჩუბაროვი.

მისი თქმით, რუსეთის მიერ დასმული ყირიმის რეგიონის ხელმძღვანელი, სერგეი აქსენოვი სოფელ მაისკოეში გაემგზავრა, რომელიც აზოვიდან 1 კილომეტრში მდებარეობს.

banner
წინა სტატიაშიერევნის სავაჭრო ცენტრში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 16-მდე გაიზარდა
შემდეგი სტატიარუსეთმა, დაახლოებით 43 900 ჯარისკაცი დაკარგა – უკრაინის გენშტაბი