მეცნიერებმა “იდეალური დიეტა” შეადგინეს

მეცნიერებმა ისეთი დიეტა შეადგინეს, რომელიც მსოფლიოს მოსახლეობის ჯანმრთელობისთვის იდეალურია. დიეტა გულისხმობს თხილების, ხილის და პარკოსნების მოხმარებას, ასევე, ხორცის და შაქრის რაციონში ორჯერ შემცირებას. მკვლევარები ირწმუნებიან, რომ მსოფლიოში, თუკი მოსახლოება “პლანეტარულ ჯანმრთელობას” დაიცავს, 11 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეიძლება გადარჩეს. “ახლა საკვები, რასაც ვიღებთ და მისი წარმოების გზები განსაზღვრავს პლანეტაზე ადამიანის ჯანმრთელობას. მიმდინარე მომენტში ჩვენ სერიოზულ შეცდომებს ვუშვებთ” – ლონდონის უნივერსიტეტის პროფესორმა ტიმ ლანკმა თქვა. ეს დიეტა, ასევე, შესაძლებლობას იძლევა სათბური გაზების გამოყოფა შემცირდეს, მიწის და წყლის ეკონომია გაკეთდეს და მრავალი სხვა – “ამერიკის ხმა” წერს.
ჩვენ სერიოზულად უნდა გადავხედოთ ჩვენს კვების სისტემას და მისი რეფორმირება დავიწყოთ. 2050 წლისთვის დედამიწის მოსახლეობა 10 მილიარდი იქნება. მათი გამოკვება კვების არსებული წესით შეუძლებელი გახდება – აცხადებს მეცნიერი.

წარმოდგენილი “იდეალური დიეტა” სამწლიანი შრომის შედეგია და ის სამედიცინო ჟურნალ Lancet-ის შეკვეთით შეიქმნა. პროექტში 16 ქვეყნის 37 მეცნიერი იღებდა მონაწილეობას.

banner
წინა სტატიაშიე.წ. სამხრეთ ოსეთში დე-ფაქტო აფხაზეთის ელჩი მეგობრობის ორდენით დააჯილდოვეს
შემდეგი სტატიაპასუხი სხალთელი მთავარეპისკოპოსი სპირიდონის უპასუხისმგებლო ქადაგებას