მეცნიერებმა ახალი ტიპის ანტიბიოტიკი შექმნეს

ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნებული კვლევიდან ჩანს, რომ ამერიკელმა მეცნიერებმა ახალი თაობის ანტიბიოტიკი შექმნეს. გამოკვლევა ბოსტონის უნივერსიტეტის მეცნიერებს ეკუთვნით.
როგორც მეცნიერები წერენ, მათ 25 ახალი ტიპის ანტიბიოტიკი აღმოაჩინეს, ერთ-ერთი მათგანი ტეიკსობაქტინია, რომელმაც თაგვებზე ჩატარებული ცდებისას ეფექტურობა აჩვენა ისეთი ინფექციების კვლევისას, რომელზეც არსებული ანტიბაქტერიები არ მოქმედებენ.
თუკი ცდები წარმატებით ჩაივლის, ბოლო 30 წლის განმავლობაში პრეპარატი ახალი კლასის პირველი ანტიბიოტიკი იქნება.
ანტიბიოტიკების პიკი გასული საუკუნის 50-60 -იან წლებში იყო და 1987 წლიდან არ შექმნილა არც ერთი ახალი პრეპარატი.
ანტიბიოტიკებისგან განსხვავებით ძალიან ბევრი ახალი დაავადება წარმოიშვა, რომელზეც ანტიბიოტიკი არ რეაგირებს. მათ შორის ყველზე საშიშია ტუპერკულოზი, რომლის გამღვივებლებიც ერთ დროს პენიცილინის ტიპის ანტიბიოტიკებზე ადვილად რეაგირებდნენ, ახლა კი მათ ვერ ერევა ვერც ერთი ცნობილი პრეპარატი – წერს ჟურნალი Nature.
ახალი ტიპის ბაქტერიას შეზღუდვები აქვს.
პრეპერატის მოქმედება გრამდადებითი ბაქტერიებით შემოიფარგლება, ანუ ისეთი მიკროორგანიზმებით, რომლებიც ერთფენიანი უჯრედული მემბრანებია. ამ ტიპის ბაქტერიაა მეტიცილინ-რეზისტენტული სტაფილოკოკი და მიკრობაქტერული ტუპერკულოზი.
ახალი ანტიბიოტიკი არ რეაგირებს გრამუარყოფით ბაქტერიებზე. გრამუარყოფითი ბაქტერიებია ნაწლავური ჩხირები.
მეცნიერები, რომელებმაც აღმოჩენა გამოაქვეყნეს, მას ძლიერი ანტიბიოტიკის ვანკომიცინის აღმოჩენას ადარებენ, რომელიც გასული საუკუნის 50-იან წლებში აღმოაჩინეს..

banner
წინა სტატიაშიიტალიელი რეჟისორი ფრანჩესკო როზი გარდაიცვალა
შემდეგი სტატიამორიგი თავდასხმა ჟურნალისტებზე – საფრანგეთის შემდეგ გერმანია