“მეც შეიძლება ამ ტრაგედიის მსხვერპლი გავმხდარიყავი”

საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი თურქ ხალხს, სტამბოლში მომხდარი ტერაქტის გამო სამძიმარს უცხადებს.
როგორც ხიდაშელი აღნიშნავს, ამ ტრაგედიის მსხვერპლი ისიც შეიძლებოდა გამხდარიყო, რადგან ერთი კვირის წინ სწორედ აღნიშნულ ქალაქში ოჯახთან ერთად იმყოფებოდა. „ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ დღეს დილით სტამბოლში მომხდარი საშინელი აფეთქების გამო. პირადად ჩემი, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ქართველი ხალხის სახელით ვუსამძიმრებ თურქეთის ხელისუფლებას, თურქ ხალხსა და, განსაკუთრებით, დაღუპულთა ოჯახებს. მეც შეიძლება ამ ტრაგედიის მსხვერპლი გავმხდარიყავი, რადგან გასულ კვირას დედასთან და ჩემ ორ ვაჟთან ერთად თქვენს ულამაზეს ქალაქში ვიმყოფებოდი. საქართველო თურქი ერის გვერდით დგას და მსოფლიოს სხვა პარტნიორ ქვეყნებთან ერთად ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლას განაგრძობს. კიდევ ერთხელ გამოვხატავთ თანაგრძნობას ამ მძიმე წუთებში“, – ნათქვამია თინა ხიდაშელის სამძიმარში.

banner
წინა სტატიაშიმალხაზ მახარაძემ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური დატოვა
შემდეგი სტატია“ლობიოსავით დაბნეული… უზრდელი არსება” – რურუა კალაძის გადადგომას ითხოვს