მეც გეკითხებით- რატომ ვერ ელევით ემოციებს, ჯიბრს ? რატომ ღალატობთ იმ იდეალებს, რამაც გაგვაერთიანა?

დამოუკიდებელი დეპუტატი ზვიად კვაჭანტირაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და ბიძინა ივანიშვილის წერილს აფასებს.

“ე.წ. “მმართველი გუნდის” პრობლემა, რაც ქვეყნისთვისაც პრობლემად გადაიქცა, არა მარტო ფერების და ქალაქების აღრევაშია. როგორც ჩანს, უფრო სერიოზულად დაკარგულა რეალობის აღქმა. მტკივნეულ წარსულს რომ უძღვნი ლამის სადღეგრძელოს და იქვე ამბობ სხვა მტკივნეულ წარსულს ნუღარ გავიხსენებთო, ეს უკვე მორალური პრობლემაა. თანამოაზრეებს უნდა გავუფრთხილდეთ, ზურგი არ უნდა ვაქციოთ, მაგრამ რომ აღარ ვართ თანამოაზრეები?
მეც გეკითხებით- რატომ ვერ ელევით ემოციებს, ჯიბრს ? რატომ ღალატობთ იმ იდეალებს, რამაც გაგვაერთიანა? რატომ განუდექით საკუთარ ხალხს? რატომ ქმნით ამ ქაოსს ქვეყანაში? რატომ?რატომ? რატომ?”- წერს კვაჭანტირაძე სოციალურ ქსელში

banner
წინა სტატიაშიირაკლი კობახიძე ივანიშვილის წერილზე – ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ საზოგადოებაში იყოს უზრუნველყოფილი ერთიანობა და ერთსულოვნება
შემდეგი სტატიაგიგი უგულავა ბიძინა ივანიშვილზე: მთავარი ეშმაკის ფეხი თავადაა!