მე ველოდები დაკავებას, ვნახოთ, დამაკავებენ თუ არა – გვარამია

არის ბიძინა ივანიშვილის დაკვეთა – „რუსთავი2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორი დარწმუნებულია, რომ მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეების წარმოება ბიძინა ივანიშვილის დაკვეთაა. მისი თქმით, დაკავების მოტივი ორი საკითხია, პირველი – მან არ გახსნას დაანონსებული ახალი ტელევიზია და მეორე, მისთვის გადაბრალებით „რუსთავი2“ გაკოტრებულად გამოცხადდეს.

“არის ბიძინა ივანიშვილის დაკვეთა. საქართველოში არის ოლიგარქია ეს საკითხი გაცნობიერებულია არამხოლოდ ჩვენს მიერ, შთაბეჭდილება მრჩება ჩვენი უცხოელი პარტნიორებისა და მათი ადგილობრივი წარმომადგენლების მიერ. ეს ემსახურება იმას, რომ პირველი ვერ გავაკეთო ახალი ტელევიზია, მაგრამ მაინც გავაკეთებ, მეორე – გააკოტრონ “რუსთავი2″, რასაც გააკეთებენ აუცილებლად და დამაბრალონ მე. დამაბრუნონ, გავისტუმრებ ხელფასებსაც და კიდევ ვაცოცხლებ ამ კომპანიას,”-განაცხადა გვარამიამ.

ნიკა გვარამიას თქმით, მისთვის არ იყო ცნობილი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ნინო ნიჟარაძის მიერ პროკურატურაში მის წინააღმდეგ შეტანილ სარჩელს, “რუსთავი2”-ის ახალი გენერალური დირექტორის, პაატა სალიას სარჩელი ერთვის.

„ერთიც და მეორეც არც იურისტია არც მფლობელი ორივე არის ბიძინა ივანიშვილის ფეხის ფრჩხილები, ან ხელის, რა ვიცი… ნინო ნიჟარაძის ადვოკატი შევარდნაძის დროს ეწეოდა საადვოკატო პროსტიტუციას, სააკაშვილის დროს ეწეოდა საადვოკატო პროსტუტუციას, ახლა ეწევა საადვოკატო პროსტიტუციის, უთხრას ვინმემ, რომ პროსტიტუციის ასეთი ხშირი მოხმარების ადგილი არის სხვაგან“-ამბობს გვარამია.

banner
წინა სტატიაშინიკა გვარამია თბილისის საქალაქო სასამართლოში მივიდა
შემდეგი სტატიასაგამოძიებო სამსახურმა ყალბი სერტიფიკატის დამზადება-გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავა