მე მოვუწოდე ქართველ პოლიტიკოსებს, მმართველ ელიტას და ოპოზიციას, იპოვონ ძალა ძლიერი ევროპული დღის წესრიგისთვის, თქვენი შესანიშნავი ხალხი ამას იმსახურებს – იუკნევიჩიენე

ორშაბათს, თანამედროვე საქართველოს ისტორიაში უდიდესი დემონსტრაციით ხალხმა გამოგვიგზავნა სიგნალი, რომ მათ გადაწყვეტილი აქვთ, გაჰყვნენ ევროპის გზას. მე ვამბობ მკაფიოდ, ქართველებო, ჩვენ თქვენთან ვართ, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ განაცხადა.

მისი თქმით, მან მოუწოდა ყველა ქართველ პოლიტიკოსს, იპოვონ ძალა ძლიერი ევროპული დღის წესრიგისთვის.

„სამწუხაროდ, ისე ჩანს, რომ საქართველოს მთავრობა აკეთებს ყველაფერს, რომ საქართველო არ იყოს ევროკომისიის რეკომენდაციისთვის შესაფერისი. მე მოვუწოდე ყველა ქართველ პოლიტიკოსს, ორივეს, მმართველ ელიტას და ოპოზიციას, იპოვონ ძალა ძლიერი ევროპული დღის წესრიგისთვის. თქვენი შესანიშნავი ხალხი ამას იმსახურებს. დაპატიმრებული ყოფილი პრეზიდენტისა და ოპოზიციური მედიის მფლობელის გათავისუფლება იქნება მნიშვნელოვანი ნაბიჯი ევროპული ცხოვრების გზისკენ“, – განაცხადა რასა იუკნევიჩიენემ.

banner
წინა სტატიაშიამ ტრაგიკულ სიტუაციაში უკრაინამ წარმოადგინა ყველა საჭირო ინფორმაცია, ასევე გააკეთეს კოლეგებმა მოლდოვიდან და საქართველოდან, ვიმედოვნებ, ევროპული საბჭოს შეხვედრაზე კონსენსუსის საფუძველზე შევძლებთ შეთანხმებას – ბონი
შემდეგი სტატიაიურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დედაქალაქში მწვანე ნარგავების დაზიანებისა თუ თვითნებური გაჩეხვისთვის დაწესებული სანქციების გაზრდას მხარი დაუჭირა